Загрузка...

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ ხადას ხეობაში მოკლული 4 წლის ბავშვის ცხედარი უკვე ნაპოვნია. სეხნიაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, „19 წლის ახალგაზრდამ პოლიციას თავად აჩვენა ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული”.

„ბავშვი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ნაპოვნი. როგორც ვიცი, ბავშვს თოფით აქვს ნასროლი. შსს გააკეთებს უახლოეს პერიოდში განცხადებას და უმჯობესია, მას დაელოდოთ. როგორც ვიცი, მომხდარს წინ უთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაკავებულს არ ვიცნობ, ვიცი რომ მწყემსია”- განაცხადა სეხნიაშვილმა.

Загрузка...

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ამერიკელი ცოლ-ქმარის, რაიან და ლორა სმიტების მკვლელობა ახალგაზრდამ უკვე აღიარა.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციას დეტალურად მოუყვა ისიც თუ რატომ მოკლა 4 წლის ბავშვი, რომელსაც სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

„ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა აღიარა, რომ მას სურდა ქალის გაუპატიურება, რის გამოც ლორა სმიტის მეუღლე მოკლა, ხოლო 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო და ატირდა, მოკლა. მწყემსმა აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ მოზარდის ცხედარი ზვიბში დამალა.

“ტიროდა, შემეცოდა და მოვკალი”- უთქვამს დაკავებულს პოლიციისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 წლის ბიჭის დაკავებას ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს.

Загрузка...