Загрузка...

როცა ერთად უყურებთ ფილმს, სურს, პარალელურად ეალერსოთ. მსუბუქად შეეხოთ თითებით – მხრებზე, თმებზე, ხელებზე. მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მისი შეხება გსიამოვნებთ. შეხება თქვენი მეორე ნატურა უნდა გახდეს.

მას არ ჭირდება ფილმის რომელიმე ჟესტი განასახიეროთ, დაუნთოთ ათასობით გულის ფორმის სანთელი, ან ფანჯრებთან სერენადა უმღეროთ.
მხოლოდ ის სჭირდება, რაც თქვენთვის, ორივესთვისაა რომანტიკული და გასაგები. გააოცეთ ის ბეკონიანი კვერცხით, მძიმე კვირის ბოლოს, შაბათს დილით გემრიელი ყავით გაუმასპინძლდით.

Загрузка...

შეარჩიეთ მისი საყვარელი ფილმი, თუნდაც 10-ჯერ ქონდეს ნანახი და მოაწყვეთ კინოს საღამო. მიახვედრეთ, რომ წვრილმანებს ყურადღებით ეკიდებით.

უნდა, რომ ხშირად უთხრათ როგორ გიყვართ, განსაკუთრებით მოულოდნელ მომენტებში, როცა ყველაზე ნაკლებად მოელის ამას. სურს, რომ თქვენი სიყვარული მსუბუქი იყოს და არ იყოს აგებული მხოლოდ “გრანდიოზულ მომენტებზე”.

უნდა, რომ გამოხატოთ მისი მეგობრების წინაშე, თუ რამდენად გიყვართ.

უნდა, რომ ლოყაზე აკოცოთ, იხუმროთ მათი თანდასწრებით, ისე მოექცეთ, როგორც ჩვეულებრივ განმარტოებისას ექცევით. არ უნდა, რომ თავი ისე იგრძნოს, თითქოს ვინმეს გართობაში უშლის ხელს.

უნდა, რომ თქვენგან წერილი მიიღოს, გაოცდეს, რომ ისეთი რამ გახსოვთ, რაც მას უკვე დავიწყებია. არ უნდა, რომ მხოლოდ მაშინ გახსენდებოდეთ, როცა საღამო ახლოვდება. უნდა რომ წინასწარ დაგეგმოთ პაემნები და დამატებითი დრო მათ დაუთმოთ და განსაკუთრებულად აქციოთ.

მას თქვენი ფული და ნივთები არ სჭირდება. თქვენი დრო და ყურადღება სურს.

სამყაროში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, მას თქვენი მოთმინება უნდა.

Загрузка...