Загрузка...

უკვე 10 წელის რაც გაჭირვების გამო ამერიკაში წავედი. მარტოხელა დედა ვარ და შემოსავალი არსაიდან მქონდა, ამიტომ მომიწია წავსულიყავი ჩემი მშობლიური ქვეყნიდან და შვილი დედაჩემთან დამეტოვებინა. ამის შემდეგ როგორც იქნა ცოტა ავეწყეთ და ოჯახი ფეხზე დადგა.

10 წელი გავატარე ჩემს ოჯახზე ფიქრში, დღე არ გადიოდა ჩემს შვილთან რომ არ მელაპარაკა და ალბათ ამან გამაძლებინა ამდენი წელი. როდესაც მისი ხმა მესმოდა თითქოს ახალი ძალით ვივსებოდი და ეს მაძლევდა მომავლის იმედს, რათა ჩემს შვილს კარგი მომავალი ჰქონოდა და სწავლისთვის შესაფერისი პირობები შემექმნა.

Загрузка...

დიდი ხნის შემდეგ ჩემს საქართველოში დავბრუნდი ისე რომ მათთვის არაფერი მითქვამს, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებიდა. კარზე დავაკაკუნე და ბიჭმა გამიღო კარები. თავიდან დავიბენი, მაგრამ როდესაც თვალებში ჩავხედე მივხვდიჩემი ბიჭი იყო. მივვარდი და ჩავეხუტე, კოცნა დავიწყე და ვეფერებოდი, ის კიდე უძრავად იდგა და არ იცოდა ვინ ვიყავი, სანამ არ ვუტხარი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული მომენტი და სიკვდილის ტოლფასი იყო.

აქამდე მეგონა რომ ჩემი შვილის მომავლისთვის ამერიკაში ყოფნა უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ იმაზე არ მიფიქრია, თუ რამხელა როლი უნდა მეთამაშა მის აღზრდასა და პიროვნულ გავითარებაში.

აღარასდროს აღარსად წავალ, მე მას აქ ვჭირდები!

Загрузка...