Загрузка...

მაშინაც კი, თუ უახლოეს მომავალში არ გეგმავთ გათხოვებას, არასდროს არის ადრე, რათა გადაწყვიტოთ, თუ რომელი ბეჭედი გინდათ ქორწინებისას იხილოთ თქვენს თითზე. თუ ჯერ ვერ იპოვნეთ თქვენთვის შესაფერისი ბეჭედი, მაშინ ამაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარებათ. ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორი ბეჭედი შეეფერება თითოეული ზოდიაქოს ნიშანს.

 

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

Загрузка...

ვერძები თავდაჯერებული ადამიანები არიან, ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომ, საქორწილო ბეჭედი მათთვის უნდა იყოს მიმზიდველი და თამამი.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბეჭედმა მიიპყროს ყურადღება და თითზე საინტერესოდ გამოიყურებოდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეეფერებათ რომანტიკული და დახვეწილი სტილის ბეჭედი.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეეფერებათ, როგორც ნათელი და მხიარული, ასევე სოლიდური ბეჭდები.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბებს ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ. სწორედ ასეთი უნდა იყოს მათი საქორწინო ბეჭედი.

 

ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)

ლომები სამეფო ხასიათს ატარებენ და მათ ყველაფერი დიდებული სურთ. ჩვენ გირჩევთ არჩევანი პომპეზურ ბეჭდებზე შეარჩიოთ.

ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი)

ქალწულები თითოეულ დეტალს აქცევენ ყურადღებას, ამიტომაც ბეჭდის შერჩევის დროს პასუხისმგებლიანები უნდა იყოთ. ყველაზე მეტად ამ ნიშნის წარმომადგენლებს პრაქტიკული და დახვეწილი ბეჭდები მოუხდებათ.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

ამ ნიშანით დაბადებულ პატარძლებს ძალიან უხდებათ სოლიდური სტილის ბეჭდები.

 

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

მორიელები – მტკიცე და ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც უპირატესობას მუქ ფერებს ანიჭებენ. მათ მოუხდებათ სურათზე ნაჩვენები სტილის ბეჭდები.

 

მშვილდოსანი (23 ნოემბერი -22 დეკემბერი)

მშვილდოსანი გოგონები თავისუფლების მოყვარულები არიან. მათ შეეფერებათ კლასიკური ფორმით დამზადებული ბეჭდები.

თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)

მიუხედავად მათი ამბიციებისა, თხის რქებს არ მოსწონთ ზედმეტად ელეგანტური სტილი, მათ ყველაზე მეტად მარტივი და თავშეკავებული ბეჭდები შეეფერებათ.

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

მერწყული პატარძალი ვერ შეეგუება მოსაწყენ ბეჭედს. მას შეეფერება ორიგინალური ბეჭედი ფირუზის ფერებში.

თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

ამ ნიშნით დაბადებულ გოგონებს რომანტიკული სტილის ბეჭდები შეეფერებათ. დახვეწილი დეტალებით და ზღვის ტალღების მსგავსი გლუვი ხაზებით. უმჯობესია, თუ ბეჭედი მორთული იქნება ბრილიანტებით.

Загрузка...