Загрузка...

დაბადების წელს ადამიანის სექსუალურობასა და კარიერულ წინსვლასთან პირდაპირი კავშირი აქვს. ასტროლოგიის მეშვეობით შეგიძლიათ გაერკვეთ და ამოიცნოთ თქვენი შესაძლებლობები.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველები არიან ვირთხის, მაიმუნისა და გველეშაპის წლებში დაბადებული ადამიანები. ისინი საპირისპირო სქესს სასიყვარულო-რომანტიკული საიდუმლოებებით ახვევენ თავბრუს და აჯადოებენ. მათ შესწევთ უნარი, ისე დააკარგვინონ თავი თავიანთ რჩეულს, რომ თავის ჭკუაზე ატარონ. აგრეთვე, შეუძლიათ, სიყვარულის გამო თავადაც ჩაიდინონ სიგიჟეები. ხშირად კი მათი სასიყვარულო ურთიერთობა ინტიმურ-სექსუალურ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ლოდინის ტაქტიკას მიმართავენ და არ უყვართ ურთიერთობებში სისწრაფე. ხშირად უპირატესობას ანიჭებენ პლატონურ სიყვარულს. არიან გონიერები და აზროვნებენ საღად. მათ მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე სჭირდებათ. აღელვებთ ახლობლების მდგომარეობა და პრობლემები. თუ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, აგრესიულები და ფეთქებადები ხდებიან. სამაგიეროდ, ისინი კარგი მეოჯახეები არიან.

Загрузка...

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებული ადამიანები ძალიან რომანტიკულები, ნებისყოფიანები და მეოჯახეები არიან. გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით. აქვთ სხარტი გონება და განვითარებული ინტელექტი, რაც ყველა სფეროში ეხმარებათ. ხშირად რჩებიან მარტო და ვერ იტანენ წინააღმდეგობებს. არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგით და მუდამ წინ იხედებიან. სასიყვარულო სფეროში ვნებიანობით გამოირჩევიან. არ არის გამორიცხული, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევენ, ბევრი წინაღობის, განსაცდელისა და ტკივილის გადალახვა მოუწიოთ, მაგრამ, ბრძოლით მაინც აღწევენ შედეგს.

ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნებით გამოირჩევიან. არიან ნებისყოფიანები, თუმცა, ცვალებადი ბუნების; შესწევთ იმის ძალა, რომ საყვარელი ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად ბევრი იბრძოლონ. ამის გამო ხშირად ცდებიან, რადგან, ვეღარ ამჩნევენ რჩეულის უარყოფით თვისებებს, ნაკლოვანებებსა და მძიმე ხასიათს. უყვართ ლიდერის პოზიციაზე ყოფნა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე გაუაზრებლად აღება. ამის გამო ხშირად უწევთ კამათი გარშემო მყოფებთან. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ადვილად ახერხებენ, იყვნენ წარმატებულები როგორც კარიერაში, ისე სასიყვარულო სფეროში. მათი უმრავლესობა ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს.

კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებულები დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. ისინი ხშირად ამოუცნობები არიან გარშემო მყოფებისთვის. ახასიათებთ გარეგნული სიმშვიდე, მისტიკური აზროვნება, შეუპოვრობა და საპირისპირო სქესთან ბატონობის უნარი. ისინი ბუნებით თავისუფლები არიან და არ უყვართ, როცა საყვარელი ადამიანი რამეს უკრძალავს. ამ წლებში დაბადებულები გამოირჩევიან სექსუალურობითა და თბილი ბუნებით. შეუძლიათ თავისი რჩეულის გამო მსხვერპლზე წასვლა. ასევე, სრული ჰარმონიის დამყარება როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში. კარიერაში დიდი ძალისხმევით აღწევენ წარმატებებს და ამ დროს შესწევთ უნარი, მოთოკონ პირადი გრძნობები.

Загрузка...