Загрузка...

ვინ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი – სანდრა რულოვსი თუ გრიგოლ ვაშაძე?

Загрузка...

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება.

როგორც წყარო გვატყობინებს, კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოს ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი გახდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს 1 კვირაში წარადგენს, – ამის შესახებ უდუმაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კონსიტუციის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევები ტარდება ოქტომბერში, შესაბამისად პრეზიდენტი ვალდებულია, უახლოეს ვადებში დაასახელოს არჩევნების ჩატარების თარიღი. როგორი საპრეზიდენტო მარათონი გველოდება, ეს უკვე მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პარტიები თავიანთ კანდიდატებს დაასახელებენ.

წყარო: trialeti.ge

Загрузка...