Загрузка...

8 აპრილს, თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლისას, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მესაზღვრეების მიერ სასტიკად ნაცემი საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე კომპენსაციას მოითხოვს.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე “ასავალ-დასავალთან” საუბრობს:

Загрузка...

“როდესაც თურქი მესაზღვრეების მიერ როინ ლეონიძის სასტიკად ცემის ინფრომაცია გავრცელდა, სარფის საბაჟოსთან ათობით მისი ახლობელი და გულშემატკივარი შეიკრიბა. მეც დამირეკეს და როდესაც მივედი, ხალხი ძალიან აღელვებული იყო. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მე პირადად ვიცავდი თემურ აბაშიძის ინტერესებს, როდესაც შარშან ის თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე გადასვლისას ოჯახიანად სცემეს. აგინეს, აფურთხეს და წიხლებით სცემეს. საერთოდ, თურქი მესაზღვრეები და მებაჟეები ქართველებს პირუტყვებივით ექცევიან! არც მოხუცებს სცემენ პატივს, არც ორსულებს და არც ბავშვებს”, – აცხადებს თამაზ ბაკურაძე.

თამაზ ბაკურაძის ინტერვიუს შემდეგ თავად დაზარალებულის როინ ლეონიძის განცხადება გავრცელდა:
“თურქეთში მივდიოდი და საზღვარზე პასპორტი მივაწოდე, დამიწერა “ისარი”, რომელიც უკან დაბრუნებას ნიშნავდა. მებაჟემ პასპორტი დახურა და მომაწოდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი. შესაბამისად, გზა გავარგძელე. მომიახლოვდა თურქი მებაჟე და დამიწყო ცემა. სასიკვდილოდ მცემდნენ. ძირს დამაგდეს და ფეხებს მირტყამდნენ. განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქაც სასტიკაც მცემეს და ფეხზე ვეღად ვდგებოდი, საავამყოფოში მომათავსეს. თავისა და ზურგის არეში მძიმე დაზიანებები მაქვს. ქალაქ ხოფაში პროკურორთან ვიმყოფებოდი, რომელმაც გადახედა ვიდეომტკიცებულებებს და დაზარალებულად მცნო. მე კომპენსაციას მოვითხოვ”,- აცხადებს როინ ლეონიძე.

წყარო: digest.pia.ge

Загрузка...