Загрузка...
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ორგანიზმში ტყვიის დასადგენად სისხლის ანალიზი გაიკეთონ.
“სასწრაფოდ: ჩემო ქართველო მეგობრებო, მოგიწოდებთ გაიკეთოთ სისხლის ანალიზი, რათა შეამოწმოთ ორგანიზმში ტყვიის დონე. მე და ჩემმა ნაცნობებმა გავიკეთეთ ანალიზი და პასუხები არასახარბიელო მივიღეთ. ჩემს სისხლში ტყვიის დონე ამერიკისა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, ხოლო დანარჩენების, საგანგაშოდ მაღალი. აღნიშნული მაჩვენებელი განპირობებულია საქართველოში საწვავის უხარისხობით. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ სამხრეთ საჰარის ნაწილშია. ტყვია განსაკუთრებით საშიშია, იწვევს სხვადასხვა დაავადებებსა და ნევროლოგიურ დაზიანებას განსაკუთრებით ბავშვებში, მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა პირობა დადეს, რომ ამ საკითხს მიაქცევენ ყურადღებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სწრაფად მოხდება, რადგან საკითხი, რომელიც გუშინ მოითხოვდა რეაგირებას, ყოველდღე უფრო დიდ რისკს უქმნის მოქალაქეებს.

 

შენიშვნა: ამ საკითხში არ ვარ ექსპერტი, უბრალოდ დედა ვარ, რომელიც ამ საკითხს გიზიარებთ”, – წერს ლორა ტორნტონი “ფეისბუკში”.
Загрузка...