Загрузка...

მიენიჭებათ თუ არა ერთსქესიან წყვილებს სპეციალური სტატუსი, სახალხო დამცველის პოზიცია , 2017 წლის ანგარისში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება. ომბუდსმენი წერს, რომ კონსტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს განსაზღვრავს, ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას. სახალხო დამცველი თვლის, რომ ქვეყანამ უნდა შემოიღოს სამოქალაქო პარტნიორის სტატუსი, რომელიც ერთსქესიან წყვილებს სამართლებრივ უფლებებს მიანიჭებს. რა უფლებებზეა საუბარი და როგორ აფასებენ ინიციატივას არასამთავრობოები და პოლიტიკოსები.
სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­საშ­ვე­ბად სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა იწყე­ბა. სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს შე­ვი­და, AMBEBI.GE-ს ლგბტ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა, ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა გა­აც­ნო. ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ადრე ტრანსგენ­დერ “მა­ცა­ცოდ” იყო ცნო­ბი­ლი, AMBEBI.GE-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნაა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად სცნოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ის ნორ­მა, რომ­ლი­თაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ “ქორ­წი­ნე­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბაა”.
“სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ნორ­მის შე­და­რე­ბა მოხ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის იმ ნორ­მას­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა დად­გინ­დეს ოჯა­ხის, რო­გორც დე­ფი­ნი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კა­ცი­სა და კა­ცის, ქა­ლი­სა და ქა­ლის, ან ქა­ლი­სა და კა­ცის ერ­თო­ბა, რაც და­ა­ზუს­ტებს კა­ნონ­თან კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბას. ამის სა­ფუძ­ველ­ზე ლგბტ ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ი­თხოვს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას, რაც ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. სარ­ჩე­ლის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის იმ ნორ­მის დრო­ე­ბით ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო­ბა, სა­ნამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბით”, – გან­მარ­ტა ლგბტ უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა, ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა. მან სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­გორც ფი­ზი­კურ­მა პირ­მა.

წყარო

Загрузка...