Загрузка...

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12-ივე ბავშვი და მათი მწვრთნელი გაადარჩინეს. ყველა მათგანი გამოქვაბულიდან გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ იპოვეს.

სამაშველო ოპერაცია დროში იყო შეზღუდული, რადგან მოსალოდნელი იყო, ნებისმიერ დროს წამოსულიყო მუსონური წვიმები, რომელიც მღვიმეში წყლის დონის მატებას გამოიწვევდა.

Загрузка...

მღვიმეში 90-მდე აკვალანგისტი მუშაობდა. 40 ტაილანდელი და 50 სხვა ქვეყნებიდან. სამაშველო ოპერაციაში სულ 13 უცხოელი და 5 ტაილანდელი მყვინთავი მონაწილეობდა.

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობდა. ბავშვები გამოქვაბულიდან ნაწილ-ნაწილ გამოჰყავდათ. მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები ეკეთათ. ასევე თან ჰქონდათ ჟანგბადის ბოთლები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებდა.

Загрузка...