Загрузка...

საქართველოში უკრაინიდან აგვისტოს დასაწყისში ჩამოვედი. ბევრი მსმენია თქვენს ქვეყანაზე ძალიან მაინტერესებდა უფრო ახლოდან გავცნობოდი ყველაფერს. როგორც იქნა წილად მხვდა ეს ბედნიერება და მეგობარ ბიჭთან ერთად ჩამოვფრინდი.

თქვენთან ყველაფერი ულამაზესია, ადგილებიც და ადამიანებიც, მაგრამ რამდენჯერმე არაკომფორტულ სიტუაციაში მოვხვდი, რასაც სრულიად არ ველოდი. მოკლე კაბის და მაიკის გამო რამდენჯერმე ქერათმიანი ბოზი მომაზახეს, ქართველმა მეგობარმა კი სიცილით მითხრა, რომ რამდენჯერმე დამწყევლეს კიდეც.

Загрузка...

ამას რომ თავი გავანებოთ საკმარისი იყო ჩემი შეყვარებული გვერდზე გასულიყო, რომ მაშინვე კაცები შემოიკრიბებოდნენ ჩემს სიახლოვეს და მთელი პათოსიც ცდილობნენ ჩემს შებმას. თუმცა, უნდა ვაღიარო რომ არცერთ მათგანს ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია.

მაგრამ აქ იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი რომ ორიოდე გამონაკლისი მათთან არაფერია. როდესაც უკან დავბრუნდები აუცილებლად მოვყვები თქვენ ძალიან თავაზიანი და სტუმართმოყვარე ერი ხართ ულამაზესი ბუნებით.

Загрузка...