Загрузка...

აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო პრემიერმინისტრი სერგეი შამბამ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის შეკრებაზე საქართველოსთან შესაძლო გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ვითარება არ გამოსწორდება, “მუხლებზე დადგომა და საქართველოსთვის ან რუსეთისთვის თავიანთ შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართვა” მოუწევთ. ინფორმაიცას 1tv ავრცელებს.

შაბმას თქმით, აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან ე.წ. ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია (ბჟანია დეფაქტო მთავრობაში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა).

Загрузка...

„ჩვენ ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ჩვენ წინ 90-იანი წლების მსგავსი უდიდესი ტრაგედია გველოდება, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც ყველაფერს ვკარგავთ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები. აქ ვარ ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით“, – თქვა სერგეი შამბამ.

“ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა. აფხაზეთის სამეფო მაშინ იყო. მეფეები მიმართულების ნებართვას და ტიტულატურას იქიდან იღებდნენ. ჩვენ მივიღეთ ისეთი თავისუფლება, რომლის მსგავსი არასდროს გვქონია. ნუთუ ამის გამოყენება არ შეგვიძლია. აფხაზეთს უპასუხისმგებლო ადამიანები მართავენ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ აფხაზეთი დეფაქტო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა. არსებულ ვითარებაში ოპონენტები დეფაქტო მთავრობას ადანაშაულებენ და სურთ, რომ პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს.

Загрузка...