Загрузка...

სარა და ტრევის მიტჩელების ტყუპი გოგონა ქვეყანას ნაადრევად მოევლინა. მართალია, მშობიარობის მოახლოება იგრძნო, მაგრამ სარამ სამშობიაროში წასვლაზე უარი თქვა – ცოლ-ქმარი ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრია, რომელიც სამედიცინო დახმარების მიღებას კრძალავს.

მშობიარობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთს ასფიქსია დაეწყო და დაიღუპა. ამ დროის მანძილზე ცოლ-ქმარი, სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად, ლოცულობდა და ღმერთს შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვდა.

Загрузка...

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სექტის მეთაურმა, რომელშიც სარა და ტრევისი იყვნენ გაწევრიანებული, სიკვდილის მიზეზების დადგენა სამედიცინო ექსპერტს სთხოვა. სწორედ ექსპერტმა შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გარდაცვლილი ბავშვის გარდა, ცოცხალიც აღმოაჩინეს, რომელიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მისი მშობლები მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

მოგვიანებით, ექსპერტმა დაადგინა, რომ ჩვილის გარდაცვალება ნაადრევი მშობიარობით იყო გამოწვეული. დადგინდა ისიც, რომ კლინიკაში მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

სარა და ტრევის მიტჩელები გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გაასამართლეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის გარდა, ცოლ-ქმარმა, რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ბავშვისთვის სამედიცინო დახმარების აუცილებლობა ოფიციალურად უნდა აღიაროს.’

წყარო: Funtime

Загрузка...