Загрузка...

ინტერნეტში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც აღბეჭდილია, როგორ მგზავრობს ჩინელი პოლიციელი ტაქსით… ოღონდ ცოტათი უჩვეულო ხერხით. აღმოჩნდა, რომ მძღოლი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა და დასჯის თავიდან აცილების მიზნით მიმალვას შეეცადა. პოლიციელმა ივაჟკაცა და ავტომობილს შეახტა. სამართალდამრღვევმა სამართალდამცველის ჩამოგდება მხოლოდ ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ შეძლო, მაგრამ მოგვიანებით იგი მაინც დააკავეს.

Загрузка...