Загрузка...

21 წლის გიორგი ნიშნიანიძე უკვე სამტრედიაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ცხედრის ექსპერტიზა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ანაკლიაში დაღუპული ახალგაზრდის ახლობლები ამბობენ, რომ ის მუსიკალურ ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად წავიდა. დღეს დილით კი მისი გარდაცვალების შესახებ გაიგეს. მომხდარის ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.

Загрузка...

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან, კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდის მეგობრები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

ამ დროისთვის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რიმ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი გახდა, არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

Загрузка...