Загрузка...

23 წლის ავსტრალიელ შერიდან ლარკმანს 11 ზომის მკერდი აქვს და თანაც მისი მკერდი ზრდას არ წყვეტს…

შერიდანის მკერდმა ზრდა 8 წლის ასაკიდან დაიწყო. 10 წლისას უკვე 4 ზომის მკერდი ჰქონდა და თანატოლებისგან ძალიან გამოირჩეოდა, ამიტომ სკოლაში გამუდმებულად დასცინოდნენ.
უზარმაზარი მკერდის გამო დაკომპლექსებულ გოგონას, რომელსაც ეზოში გასვლაც კი არ სურდა, დედა ამშვიდებდა, რომ მკერდი მეტად აღარ გაეზრდებოდა, თუმცა დრო საპირისპიროს ამტკიცებდა.

Загрузка...

16 წლის შერიდანს უკვე 8 ზომის მკერდი ჰქონდა და თანდათან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები და ზურგის ტკივილი დაეწყო.

დედის მსგავსად, გოგონას ექიმიც არწმუნებდა, რომ მის მდგომარეობაში განსაკუთრებული არაფერი იყო და მკერდის ზრდა მალე შეჩერდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა… მკერდი ზრდას აგრძელებდა და პრობლემები მატულობდა..

„ადამიანები ქუჩაში მაკვირდებოდნენ და უხეში ეპითეტებით მამკობდნენ. მაღაზიაში ტანსაცმლის შეძენა ნამდვილ კოშმარად მექცა. ჩემი მკერდი არც ერთ კაბასა და მაისურში არ ეტეოდა და დაუსრულებლად ტანსაცმლის ძებნა მიწევდა“, – აღიარებს შერიდანი.

გოგონა 18 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. ნაყოფის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მისი მკერდის ზომაც და მშობიარობის მომენტისთვის 11-ს მიაღწია.

„ბიუსტჰალტერს 120 დოლარად, ინგლისიდან ვიწერ, რაც ძალიან ძვირია. ძალიან მინდა ლამაზი, მაქმანებიანი თეთრეულის ტარება, მაგრამ ვერ ვახერხებ. მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი ნამდვილად ვერ გაუძლებს ჩემი მკერდის სიმძიმეს. იძულებული ვარ, გამუდმებით კუზიანივით, წინ დახრილმა ვიარო, რადგან, თუ გავიმართები, კისრის მიდამოში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. ყველაზე მეტად ჩემს გოგონებთან ერთად სირბილი და მხიარულება მინდა, მაგრამ ამ ბედნიერებასაც მოკლებული ვარ. ასე არავინ არ უნდა იტანჯებოდეს“, – ამბობს შერიდანი.

შერიდანს სამი და ოთხი წლის გოგონები ჰყავს. უზარმაზარი მკერდის გამო, დედა მათზე სათანადოდ ზრუნვას ვერ ახერხებს, თუმცა ქმარი ბო გამუდმებით ამხნევებს და ახერხებს, თავი ლამაზ და მიმზიდველ ქალად აგრძნობინოს იმის მიუხედავად, როგორ გამოიყურება.

შერიდანის თქმით, ავსტრალიაში მკერდის დაპატარავების ოპერაცია, დაახლოებით, 8 500 ფუნტი ღირს. ოჯახს ამხელა თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, ამიტომ ცოლ-ქმარი ოპერაციის ჩატარებას საზღვარგარეთ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ შერიდანის მკერდის ზომების გამო ოპერაციის ჩატარება რისკის შემცველია, გოგონა ყველაფრისთვის მზადაა, რომ ნორმალური ცხოვრებას დაუბრუნდეს.

Загрузка...