Загрузка...

უკრაინელმა ჟურნალისტმა ოსტაპ დროზდოვმა აგვისტოში, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ facebook-გვერდზე ბლოგი გამოაქვეყნა და მკითხველს ჩვენს ქვეყანაზე საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა.

კომერსანტი გთავაზობთ უკრაინელი ჟურნალისტის მოსაზრებას უცვლელად:

Загрузка...

ქვეყანა, რომელზეც უკრაინაში საუბრობენ, როგორც პოზიტიურ მაგალითზე  და ლიდერზე რეფორმების მხრივი, სინამდვილეში აღმოჩნდა გაპარტახებული და ღატაკი. სიღატაკე, მათხოვრობა, საცხოვრებელი ფონდის კატასტროფული მდგომარეობა, ავარიული აივნები და ბარაკები, ისეთები, როგორც ფილმებში მე-3 სამყაროს ქვეყნებზე. გირჩევთ ნახოთ არატურისტული უბნები ქალაქის სიღრმეში, იმისთვის რომ ნახოთ გაპარტახების მასშტაბები.

მე მეგონა ბარაკები, სადაც ნახევრად დანგრეული სახლების ეზოებში გამოფენილია ახალგარეცხილი თეთრეული, ჩაბარდა წარსულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქართველებს აქვთ ძველი ქალაქის გადარჩენის უმწვავესი პრობლემა. ვერც კი წარმომიდგენია რამდენი მილიარდია საჭირო ამისთვის, რადგანაც აპოკალიფსურ მდგომაროებაშია არა რამდენიმე შენობა, ან რამდენიმე კვარტალი. ასობით ძველი სახლი ინგრევა, დგას კარის და ფანჯრების გარეშე,“  – წერს დროზდოვი.

ჟურნალისტმა საკუთარ ბლოგში ასევე გააკრიტიკა ბიზნესის წარმოების გამარტივებასთანდაკავშირებული რეფორმები.

საქართველოში „ბიზნესმენები“ არიან რეალურად წვრილი ვაჭრუკანები, რომლებიც ყიდიან სუვენირებს ქუჩაში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მაღაზიები გატენილია რუსული პროდუქციით. უკრაინულიც ძალიან ბევრია – წვენები, რძის ნაწარმი, ალკოჰოლი, „კეტჩუპები“, ტკბილეულონბა. სუპერმარკეტებში ვეძებდი ადგილობრივ პროდუქციას, თუმცა ის ძალიან ცოტაა. ყოველდღიური მოხმარების საგნებიც კი – იმპორტირებულია, განსაკუთებით რუსეთიდან,“  – წერს დროზდოვი.

თუმცა ყველაზე მეტად ჟურნალისტი აღაშფოთა ტერიტორიების დაბრუნების თემის თითქმის სრულად გაქრობამ ქართულ საზოგადოებაში.

„ომის შემდეგ გავიდა 10 წელი და ეს თემა უკვე წარსულშია. საზოგადოებრივ ცნობიერებაში საერთოდ არ არსებობს განწყობები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებთ. მოიკვეთეს და დაივიწყეს. ეს თემა გახდა პოლიტიკოსებისთვის რიტორიკული საუბრების წყარო და მეტი არაფერი. ხალხი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს და ამავე დროს ქვეყანა გატენილია რუსი ტურისტებით. ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს გაუქმდა. რუსული ენა ყველგანაა. როგორც ჩანს, ქართველებმა უკვე აპატიეს რუსებს 2008 წლის ომი.

რუს ტურისტებს უძვრებიან არ ვიტყვი სად და ეს არის ტიპიური სიტუაცია ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც ფული წყვეტს ყველაფერს,“ – წერს დროზდოვი.

საბოლოო დასკვნის სახით, ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო, რომელიც ძალიან ბევრს მოჰყავს როგორც მაგალითი უკრაინისთვის, სინამდვილეში სულაც არაა სამაგალითო.

„რაც არ  უნდა იყოს, გირჩევთ ეწვიოთ საქართველის, რადგან იქ ძალიან ბევრი რამეა საინტერესო და სანახავი – ისტორია, არქიტექტურა. იმდენია, რომ რამდენიც არ უნდა იაროთ, ყველაფერს მაინც ვერ ნახავთ. ამავე დროს ღირს იქ ჩასვლა იმისთვის,  რომ მიხვდეთ, რომ არ ღირს საქართველოს წარმოჩენა, როგორც მაგალითის უკრაინისთვის, ჩვენი ქვეყანა ბევრ ყოფით და ყოველდღიურ საკითხებში ბევრად უფრო მოწესრიგებულია.

ჩემი ვერდიქტი მარტივია  – არ არსებობს ის სამაგალითო და გაპიარებული საქართველო, რომელზეც ჩვენ ამდენს გვიყვებიან. არის მშვენიერი ქვეყანა, რომელიც იპყრობს უცხოელებს თავისი განუმეორებელი კოლორიტით, მემკვიდრეობით, მთის ლანდშაფტებით, ზღვით და მზით – რომელიც ამავე დროს ცხოვრობს ჩვენზე ბევრად უარესად, ბევრად. ამიტომაც გირჩევთ ჩახვიდეთ საქართველოში და თვითონ შეისწავლოთ ეს კონტრასტული და დაუვიწყარი ქვეყანა,“ – წერს უკრანული ჟურნალისტი.

Загрузка...