Загрузка...

პითონის თავდასხმის შემდეგ მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს…

ეს შოკისმომგვრელი ფაქტი ტაილანდში, ჩაჩენსგაუს პროვინციაში მოხდა, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის აღმოსავლეთით მდებარეობს.

Загрузка...

ტაილანდელი მამაკაცი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით უნიტაზზე ჩამოჯდა, როდესაც უზარმაზარი გველი პენისში სწვდა.
მამაკაცის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, პითონი არ ეშვებოდა. საბოლოოდ, დაზარალებულმა საშველად ცოლსა და მეზობლებს უხმო.

საბედნიეროდ, პითონთან ნახევარსაათიანი შერკინების შემდეგ ბუნმაკჩაიმ მამაკაცური ღირსების გათავისუფლება მოახერხა.
ინციდენტის შედეგად, მამაკაცმა ბევრი სისხლი დაკარგა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მაშველებს კი პითონის ამოსაყვანად უნიტაზის დემონტაჟი მოუწიათ.

CBS News-ის ცნობით, უნიტაზიდან ამოყვანის შემდეგ გველი ბუნებაში გაუშვეს.

Загрузка...