Загрузка...

„ეს იყო უმნიშვნელო ჭრილობა, რომელიც მაშინვე დამავიწყდა. უბრალოდ, სისხლის შესაჩერებლად, ქსოვილის პატარა ნაჭერი დავიფინე, როგორც მანამდე ათასჯერ გამიკეთებია და დავივიწყე…!“

როცა პატარა ჭრილობის გარშემო კანი გაწითლდა და შესივდა, ქალმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. საავადმყოფოში მას აუხსნეს, რომ დიაბეტი აქვს და ამიტომ დაზიანებული ადგილის შეხორცება გაძნელებულია. მოგვიანებით გაირკვა, რომ, დიაბეტის გარდა, სხვა პრობლემაც იყო – ჭრილობაში ინფექცია შეიჭრა.

Загрузка...

მალე ქალი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე დაძინებას ვერ ახერხებდა. ფეხი თანდათან გაშავდა და წყლული განგრენაში გადაიზარდა. ტანია იძულებული გახდა, სამუშაო მიეტოვებინა. სამწუხაროდ, მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ექიმები იძულებული გახდნენ, გაწამებული ქალი ამპუტაციაზე დაეთანხმებინათ.

„ტკივილებისგან დატანჯული ვიყავი, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ თანამედროვე პროთეზის შეძენას, მაგრამ მეორე ფეხს აღარასოდეს გავიპარსავ. ამაზე ფიქრიც კი მზარავს“, – ამბობს ქალი.

წყარო: funtime
Загрузка...