Загрузка...

ინტერნეტმომხმარებელ ანუშკა კოლის ეს მოწოდება-გზავნილი სოციალურ ქსელში ჰიტად იქცა. ნამდვილად ყურადსაღები ტექსტია:

“არ ვიცი რა ხდება საქართველოში… ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ ვხვდები, რომ ზოგი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ზოგიც არა…

Загрузка...

ორივე მხარესთან მაქვს კითხები:

თქვენ ნარკომანი მშობელი გყოლიათ?
შვილი? ძმა? დედა? და? მეუღლე?
თქვენ ნარკომანთან შეხება გქონიათ?
თქვენ გამოგიცდიათ ის კანკალი, როდესაც ნარკომანი ტელეფონს არ პასუხობს? წაროგიდგენიათ აზრებში, რომ ის შეიძლება სადმე ახლა სარდაფში ეგდოს ზედმეტი დოზისგან კომაში? მდგარხართ ამ კომაში მყოფი, ჰეროინის ზედმეტი დოზიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ნარკომანის საწოლთან

40 დღე?
თქვენ გითევიათ ღამეები ამ ნარკომანის საწოლის გვერდზე, როცა მას ინფარქტი ჰქონდა კოკაინის ზედმეტი დოზისგან? გითრევიათ იგი ინვალიდის ეტლით? თქვენს კარზე უბრახუნებია ნარკოტიკების ბარიგების ხროვას ფულისთვის? თქვენი ნივთები გაუყიდიათ ნარკომანებს? სახლი? თქვენ ამ ნარკომანთან ერთად სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავთ თუნდაც ერთხელ?

ქალებო! ნარკომან ქმართან საწოლში ყოფილხართ?

კაცებო, ჰეროინით დაჯიჯგნილი ვენებით ცოლთან საწოლში ყოფილხართ?

ცოლებო! ღემე საშინე ბრახუნზე გაგიღვიძიათ? მან ხომ ისევ გაიკეთა და დავარდა!!

ქმრებო, რამდენჯერ დაგიყაჩაღებიათ საკუთარი ოჯახი წამლის ფულისთვის!!!

Загрузка...