Загрузка...

7 წელი ვიყავი გათხოვილი, მაგრამ ჩემს ქმართან კარგი ურთიერთობა მხოლოდ 3 წელი შევინარჩუნე. ბევრი ვეცადეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა გადაგვერჩინა და ძველებური სიყვარული აღგვედგინა, მაგრამ ყველაფერი ამაოდ.

სხვა კაცისკენ გახედვასაც ვერ ვბედავდი, რადგან ოჯახის სიწმინდეს ვერ შევურაცხოფდი, ამასთანავე ჩემი ქმარი ძალიან მკაცრი კაცია და ვერ ვბედავდი. მაგრამ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ლევანი, რომელიც ყურებამდე შემიყვარდა.

Загрузка...

ჩემს ქმარს ეს რომ გაეგო ორივეს მოგვკლავდა, ამიტომ საქართველოდან გაქცევა უნდოდა ჩემთან ერთად. მაგრამ ეს იდეა კარგად არ მეჩვენებოდა, ქორწინების პერიოდში ბევრი ქონება მქონდა დაგროვილი, თანაც ნათესავებიც აქ მყავდნენ და საქრთველო ძალიან მიყვარს. ვიფიქრე სხვა გამოსავალიც იქნებოდა და გაქცევა გადავდე.

რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან კარგი იდეა მომივიდა თავში. ერთ ქალს მივიგზავნიდი და ყველაფერს ვიდეოთი ჩავიწერდი. საღამოს ვუთხარი, რომ კამერები უნდა დაგვეყენებიდა სახლში რათა ძიძა გავაკონტროლთთქო და დამთანხმდა. ოღონდ ისიც ვუთხარი რომ რამდენიმე დღე გამორთული იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ჩართული დავტოვე.

ამიტომ ეს დღეები მას კარები გამორთული ეგონა და თავისუფლად დაიარებოდა. როდესაც უკვე მათ არსებობას ვეღარც გრძნობდა, მაშინ დავიწყე უკვე გეგმის ამოქმედება.

შალვას (ჩემს ქმარს) ფეხით სიარული არ უყვარდა, ამიტომ სულ ტახსით დადიოდა, ხოდა ამ ქალმაც სამსახურიდან გამოსულ შალვას მანქანა შეუჩერა და სახლამდე გაყვანა შესთავაზა. შალვასაც მეტი რა უნდოდა ერთმანეთს უკვე დიდ ხანია არ მივკარებივართ. ამ ქალბატონს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუვიდა და როდესაც კამერებზე დავინახე რომ უკვე პროცესში იყვნენ, მაშინვე სახლში დავადექი ისტერიკები ავტეხე.

ყველაფერი სასამართლოში წარვადგინე და მთელი ქონება დავიტოვე. არც გაქცევა დამჭირდა სადმე და საქმრთველოში დავრჩი. რამდენიმე თვე არ ვქორწინდებოდი, არ მინდოდა ხალხს ეფიქრა ქმრის სახლიდან გაგდებას ელოდებოდაო. ხოდა როდესაც 1 წელი გავიდა დავქორწინდი ლევანიზე და უკვე რამდენი ხანია ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ.

Загрузка...