Загрузка...

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს, “ფე­ის­ბუქ­ზე” ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე ყო­ფი­ლი ქმა­რი. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლომ ის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორც გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი წერს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი ყო­ფი­ლი მა­მამ­თი­ლის გავ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

“რა თქმა უნდა ვე­ლო­დი კი­დეც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბო­და, ნა­წი­ლი კი ჩემს მხა­რეს.

Загрузка...

მინ­და ცოტა უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­რო ამ თე­მა­ზე, რათა ნაკ­ლე­ბი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იყოს. 2009 წელს ეს ადა­მი­ა­ნი იყო და­ჭე­რი­ლი პო­ლი­ცი­ას­თან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო, ის ფეხ­მძი­მო­ბა­შიც მცემ­და რო­გორც პირ­ველ ბავ­შვზე, ასე­ვე მე­ო­რე ფეხ­მძი­მო­ბის დრო­საც (სამ­წუ­ხა­როდ მე­ო­რე ბავ­შვი მო­მე­შა­ლა). იყო გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზე­წო­ლა ჩემ­ზე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, დას­ცი­ნო­და და ლან­ძღავ­და ყვე­ლა ჩემს ახ­ლო­ბელს, მე­გო­ბარს, ნა­თე­სავს…

შევ­სწრე­ბი­ვარ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც სა­კუ­თარ დე­და­საც შე­ხე­ბია ხე­ლით (ამას მხო­ლოდ ერთხელ შე­ვეს­წა­რი,კერ­ძოდ ყუ­რე­ბით “ით­რია”) და თქვენ დას­ვამთ კი­თხვას , რა­ტომ არ ავ­დე­ქი და უბ­რა­ლოდ არ წა­მო­ვე­დი: ამა­ზეც გი­პა­სუ­ხებთ… რამ­დენ­ჯე­რაც ვცა­დე ცე­მის ფაქ­ტი და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა თუნ­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში, თუნ­დაც ვინ­მე ახ­ლო­ბელ­თან, იმ­დენ­ჯერ ტე­ლე­ფო­ნი წა­მარ­თვა, სახ­ლის კარი ჩა­მი­კე­ტა (გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა მქონ­და თუმ­ცა უშე­დე­გოდ) და მე­მუქ­რე­ბო­და მსგავ­სი ტექ­სტით: “მე გაგ­ლა­ხე? რა სი­სუ­ლე­ლეა, აბა და­მიმ­ტკი­ცე, მა­მა­ჩემ­თან გა­მოგ­კე­ტავ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში, ჩემს გა­რე­შე არა­რა­ო­ბად გაქ­ცევ, გა­გამ­წა­რებ, დამ­შორ­დე­ბი და არ გა­გა­ხა­რებ, ბავ­შვს წა­გარ­თმევ, ცი­ხე­ში გა­მო­გამ­წყვდევ (რა მო­ტი­ვით არ ვიცი) ” და ასე შემ­დეგ.

სვამ­და სა­ძი­ლე აბებს(რომ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლა მაქვს), სახ­ლში ჰქონ­და ია­რა­ღე­ბი, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი ხე­ლით ნა­კე­თი უწ­ვრი­ლე­სი დანა, რო­მე­ლიც მისი თქმით იწ­ვევს ში­ნა­გან სის­ხლდე­ნას და ადა­მი­ა­ნის ძა­ლი­ან მალე სიკ­ვდილს;

შევ­სწრე­ბი­ვარ ფაქტს, როცა მა­მა­მის­მა(გოჩა ბა­კუ­რა­ძემ) ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­უგ­ზავ­მა რა­ღაც წა­მა­ლი

რო­მე­ლიც ქა­ღალ­დებ­ში იყო სა­გულ­და­გუ­ლოდ გახ­ვე­უ­ლი და გა­აფრ­თხი­ლა ეს არ­სად აჩ­ვე­ნო ურე­ცეპ­ტოდ არ გა­ი­ცე­მაო. ჰქონ­და მცდე­ლო­ბა რომ ძალ­და­ტა­ნე­ბით ჩემ­თვის და­ე­ლე­ვი­ნე­ბი­ნა უც­ნო­ბი წამ­ლე­ბი – კერ­ძოდ, სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი

მოძ­ლი­ე­რე­ბა გჭირ­დე­ბაო და ამ თე­მა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბის შემ­დეგ პი­რო­ბა და­მა­დე­ბი­ნა რომ მის მიერ მი­ტა­ნილ “ვი­ტა­მი­ნებს” დავ­ლევ­დი- რო­დე­საც მო­მი­ტა­ნა ეს “ვი­ტა­მი­ნე­ბი”, მე ანო­ტა­ცი­ის კი­თხვა და­ვი­წყე და ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ჩხუ­ბა და უნ­დობ­ლო­ბა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლა. შემ­დეგ მის თვალ­წინ და­მა­ლე­ვია ერთი, მე­ო­რე დღეს მე­ო­რე და მერე უკვე როცა ვა­ხერ­ხებ­დი და თი­თონ არ მი­ყუ­რებ­და ამ

წა­მალს ვაგ­დებ­დი ნა­გავ­ში და ჩუ­მად ვა­ტყუ­ებ­დი ვი­თომ დავ­ლიე. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჰა­ი­მო­რი­ტი­ა­ნი და ფეხ­მძი­მე(მე­ო­რე ბავ­შვზე) სახ­ლი­დან გა­მო­მაგ­დო იმის გამო, რომ ლო­გინ­ში მწო­ლი­ა­რემ ტან­საც­მე­ლი ვერ გა­ვუ­უ­თო­ვე. ხოლო მა­მამ­თილ­მა როცა გა­ი­გო რომ მე­ო­რე ბავ­შვზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ, თა­ვის ცოლს(ჩემს დე­დამ­თილს) ტე­ლე­ფონ­ში უყ­ვი­რო­და და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღავ­და და აგი­ნებ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, და­შო­რე­ბის დღეს, ჯერ გა­ვარ­კვიე რო­მელ სა­ათ­ზე დაბ­რუნ­დე­ბო­და სახ­ლში, როცა დავ­რწმუნ­დი მისი სა­უბ­რი­დან,რომ გვი­ან მო­ვი­დო­და, ავე­დი სახ­ლში, ჩუ­მად ჩა­ვა­ლა­გე ბარ­გი, დავ­წე­რე წე­რი­ლი .სახ­ლი­დან უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი , რო­დე­საც ნათ­ქვამ დროს­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან ადრე მო­ვი­და და მო­მის­წრო, მცე­მა, მმხრჩობ­და, ტე­ლე­ფო­ნი წა­მარ­თვა, კა­რე­ბი ჩა­მი­კე­ტა, სა­ბო­ლო­ოდ მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან შევ­ძე­ლი ოთახ­ში ჩა­კე­ტილ­მა პა­ატ­რულ­ში და­რეკ­ვა. და­რეკ­ვის­თა­ნა­ვე და­წყნარ­და, დამ­შვიდ­და, ვი­თომც არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყოს სახ­ლი­დან წას­ვლა მთხო­ვა მშვი­დად და წყნა­რად. 26 ივ­ლისს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ვა­კე­თე, ვერ და­ვუმ­ტკი­ცე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, მხო­ლოდ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი მქონ­და, სა­დაც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­წყო­ფას მა­ყე­ნებს არ­ნა­ხუ­ლი აფექ­ტუ­რი სა­ხით და ცდი­ლობს ხე­ლის დარ­ტყმას თუმ­ცა ვი­დე­ოს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხელს დაბ­ლა სწევს.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ იყო გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზე­წო­ლა ჩემს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, გა­მუდ­მე­ბუ­ლი კრი­ტი­კა, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა თუნ­დაც სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის მე­გობ­რე­ბის წრე­ში აღ­ნიშ­ვნის გამო. სა­კუ­თა­რი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ყვი­რი­ლი. ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბის ფაქ­ტი იყო რო­გორც მისი მხრი­დან, ასე­ვე დე­და­მი­სის მხრი­დან, რო­მე­ლიც ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით მიყ­ვი­რო­და ჩემი შვი­ლია შენი კი­ა­რა , შენ სუ­რო­გა­ტი დედა ხარო, მე წმინ­და­ნი ვარ ზუს­ტა­და­ცო(ყო­ველ­გვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე ე), ბოზი ხარო რად­გან სი­გა­რეტს ეწე­ვიო ბოზ­თან ასო­ცირ­დე­ბიო და ასე

შემ­დეგ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბავ­შბის თან­დას­წრე­ბით ამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ბევ­რჯერ შეს­წრე­ბი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თან მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად როცა მი­ვი­დო­დი. (მო­გახ­სე­ნებთ, რომ­ბავ­შვი და­უ­კი­თხა­ვად წა­იყ­ვა­ნა ბა­ღი­დან და­შო­რე­ბის შემ­დეგ და არ მა­ტან­და მა­ნამ სა­ნამ სა­სა­მარ­თლო­ში არ შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი და სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის

შემ­დე­გაც მე­მუქ­რე­ბო­და რომ თუ სარ­ჩელს არ გა­მო­ვი­ტან­დი ბავ­შვს არც კი მაჩ­ვე­ნებ­და).

ბოლო დროს ამ ლან­ძღვა გი­ნე­ბას აღა­რაფ­რის გამო აღარ ვუ­ტა­რებ­დი და არც ვუთ­მობ­დი. კი­დევ უამ­რა­ვი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია უფრო ვრცლა­დაც. თუ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ შემ­თხვე­ვებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სწო­რედ მა­გიტ ვერ დავ­შორ­დი 2017 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე, სწო­რედ მა­გი­ტომ გო­ნივ­რუ­ლად მე­ში­ნია მა­მამ­თი­ლის გავ­ლე­ნე­ბის და

სწო­რედ მა­გი­ტომ მე­ში­ნია ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მო­ვარ­დნის და ჩემი მოკ­ვლის.

მე მინ­დო­და ხალ­ხის­თვის მი­მეწვდი­ნა ხმა, რად­გან ჩემი ეჭვი გა­მარ­თლდა (გი­რა­ოს შე­სა­ხებ) და სა­ვა­რა­უ­დოდ მა­მა­მი­სის დიდი გავ­ლე­ნის ფონ­ზე ის გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს. 3 წლის უკან ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რი მოკ­ლა თა­ვის­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა, იმ ქალს ვე­ღარ გა­ვა­ცო­ცხლებთ და მე არ მინ­და სიკ­ვდი­ლი” – წერს დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

“სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2018 წლის 3 იან­ვარს, ქუ­თა­ი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გ. ბ, რო­მელ­მაც მის ყო­ფილ მე­უღ­ლე მ. გ-ს და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მა­მას მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო გ. ბ-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გ. ბ-ს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­და გი­რაო 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გ.ბ. გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში” – გა­ნუ­ცხა­დეს Ambebi.ge-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში .

წყარო: Ambebi.Ge

Загрузка...