Загрузка...

მამაკაცი, რომელმაც ახალი ცოლი პირველად დაინახა მაკიაჟის გარეშე, მას სასამართლოში უჩივის მორალური ზიანის მიყენებისთვის. მამაკაცი განმარტავს, რომ მაკიაჟის გარეშე ცოლის ნახვამ შოკში ჩააგდო.
წყვილი, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ალჟირში დაქორწინდა. მას შემდეგ, რაც ღამე ერთად გაატარეს, დილით გაღვიძებულმა ქმარმა მეუღლე პირველად იხილა უმაკიაჟოდ. იმის მაგივრად, რომ ქალის ბუნებრივი სილამაზით დამტკბარიყო, მამაკაცმა განაცხადა, რომ ეს მისი ცოლი არ იყო და ქალი ქურდობაში დაადანაშაულა. როდესაც მიხვდა, რომ ეს სწორედ ის ქალი იყო, ვიზეც იქორწინა, მამაკაცმა თაღლითობისთვის მას სასამართლოში უჩივლა და ”ფსიქოლოგიური ზარალის” ანაზღაურება მოითხოვა.

მამაკაცი მიყენებული ”ზიანის” სანაცვლოდ 13 000 ფუნტის გადახდას ითხოვს.

Загрузка...