Загрузка...

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება ქალების პოსტები, რომლებსაც თავი მსხვერპლის როლში გამოჰყავთ და ქმრის ცხოველურ ხასიათს უჩივიან. დამერწმუნეთ არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია ჩემთვის.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდება ”სენტენციური” პოსტები, რომლითაც ცდილობენ ოჯახის ინსტიტუს ძირი გამოუთხარონ და ქალებს აიძულებენ პირველივე უკმაყოფილებაზე ქმარი მიატოვონ და ჯიბრში ჩაუდგნენ.

Загрузка...

ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობის ბაზისი. ხშირად ქალები გამოდიან და ძალადობაზე საუბრობენ იმ არგუმენტით, რომ ქმარი მოფერებისას მკლავზე ცოტა უხეშად შეეხო და ვერ აპატია. სინამდვილეში ბევრ შემთხვევაში არავის უფლებები არ იზღუდება. მე ყველაზე არ ვსაუბრობ, მხოლოდ იმ ”პროგრესულებზე” რომლებსაც ქმარი უბრალო პარტნიორად მიაჩნიათ.

ძალიან ბევრს შემთხვევაში მკლავზე ეს უხეში შეხება უფრო დიდი სიყვარულის გამოხატულებაა და ქალს უნდა ესმოდეს ეს და არაა საჭირო იმ წამსვე უფლებადამცველებთან გავარდეს. ”ამ მიზეზით ჩემი ქმარი მაშინ მე ყოველ დღე მცემს.”

ეს ყველაფერი არ არის თქვენი უფლებების დაცვა. ეს ამაზრზენი საქციაელია, რომელიც რატომღაც თანამედროვე გოგონებში ძალიან პოპულარულია. ამას შემდეგ მოყვება სოციალურ ქსელში პოსტი თუ როგორ ძალადობდა მასზე თავისი ქმარი და დაქალების კომენტარები რომ კარგად მოიქცა და მისი ღირსი არცერთი მამაკცი არაა.

Загрузка...