Загрузка...

დღეს ღალატისა და ერთგულების თემა ძალიან აქტუალურია. ღალატი ალბათ ყველა ადამიანს გამოუცდია და დღეს გიამბობთ, თუ როგორ უნდა განეწყოთ, როცა ღალატის მსხვერპლი ხართ.
ახლა მოგითხრობთ ერთი ღირსეული ქალის შესახებ, რომელიც ქმრის ღალატს, არც ისტერიკაში ჩაუგდია, არც საყვარელი უთრევია თმებით და არც გაყრა მოუთხოვია – უბრალოდ თავისი ადგილი მიუჩინა კონკურენტს. ქალმა წერილი მისწერა ქმრის საყვარელს და ასე ღირსეულად მოაგვარა პრობლემა:

ძვირფასო დიანა!

არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი სახელი ვიცი. წინასწარ მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემმა ქმარმა არაფერი იცის ამ წერილის შესახებ და ეჭვიც არ აქვს. ყველაფერი მარტივადაა: რამდენიმე წაუშლელი შეტყობინება, ღამით გაურკვეველი ზარები, მეუღლის მოულოდნელი მოგზაურობები და ყველაფერი ნათელი გახდა. არ გეგონოთ, რომ ეჭვიანობისა და ბრაზის გამო გწერთ, უბრალოდ ვაკვირდები თქვენს ურთიერთობას და ძალიან მოსაწყენი გახდა, ამიტომ რამდენიმე რჩევის მოცემა გადავწყვიტე.

Загрузка...

პირველ რიგში, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ჭკვიანი ქალი ხართ. ჩემი ქმარი იმდენად ზარმაცი და კონსერვატულია, რომ თვითონ არასდროს გადადგამდა ამ ნაბიჯს. მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე დაკავებული კაცია, ამ შეტყობინებების ნაცვლად: “არ გინდათ ჩემთან ერთად კაფეში წამოსვლა?”; “წინააღმდეგი ხომ არ ხართ თუ იმ გამოფენის ბილეთებს შევიძენ?” ან “მოდით ხვალ პარკში გავისეირნოთ”… უმჯობესია მაშინვე შეიძინოთ ბილეთები, კაფეში მაგიდა დაჯავშნოთ ან კარგი საჩუქარი მიართვათ. თუ ინიციატივას საკუთარ თავზე არ აიღებთ, საქმე კარგად არ წაგივათ.

მეორეც – ვიდრე გრძელ, ქერად შეღებილ თმას ატარებთ, თქვენი შანსი ნულია. ჰო, კარგად შევისწავლე თქვენი სოციალური ქსელის პროფილი და თქვენი გამოცნობა არ გამჭირვებია, რამეთუ ვიცი, ვისაც ჩემი ქმარი მეგობრებში ამატებს. გავბედავ და გეტყვით, რომ ერთი ასეთი ქერა მას უკვე ჰყავს. კაცებს კი მრავალფეროვნება უყვართ. ხუთი თითივით ვიცნობ – მოსწონს მაღალი, დიდმკერდიანი, წითური ქალები. სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ სალონში, გაიკეთოთ პლასტიკური ოპერაცია და ატაროთ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი. მაშინ იქნებ ცოტაოდენი იმედი მოგეცეთ.

და ბოლოს. გახსოვდეს ჩემო კარგო, ნუ მოაბეზრებ თავს. ღამის 3 საათზე მოულოდნელი შეტყობინებები არავის სიამოვნებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ჩემს მეუღლეს პასუხის გასაცემად სამზარეულოში გასვლა ან საცვლის ამარა, აივანზე დგომა უწევს, რომ თქვენი შეტყობინებები წაშალოს. ამას მწყობრიდან გამოვყავარ. მე კი ნერვებს ვუფრთხილდები.

დიანა, ვიმედოვნებ, რომ სწორად გამიგებთ. გთხოვთ, თქვენი ამგვარი საქციელით ნუ დაანგრევთ ჩვენს ამდენ წლიან ოჯახს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენი გულისამაჩუყებელი შეტყობინების შესახებ, თქვენი კანონიერი ქმარი, რომელიც სოციალურ ქსელში გყავთ აღნიშნული – გაიგებს. ეს კი არამგონია ესიამოვნოს. მჯერა, რომ მსგავსი ზომების მიღება არ დამჭირდება.
და კიდევ ერთი – თუ კვლავ გაგიჩნდებათ ჩემი ქმრის ბოროტად გამოყენების სურვილი, შეგიძლიათ მომმართოთ. მზად ვარ ნებისმიერ დროს გიპასუხოთ. ვინაიდან როგორც ქალს კარგად მესმის თქვენი.

პატივისცემით, თამარა პალიაკოვა, თქვენი საყვარლის მეუღლე.

Загрузка...