Загрузка...

1. მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სჯერათ საკუთარი თავის, საკუთარი იდეების და აუცილებლად გააკეთებენ იმას, რაც ჩაიფიქრეს, მათზე გავლენას ვერ მოახდენთ, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებთ. მერწყული არასოდეს ფიქრობს ისე, როგორც საზოგადოება, როგორც უმრავლესობა. მას აქვს საკუთარი, ინდივიდუალური შეხედულება ყველა საკითხის მიმართ. მერწყული ყველანაირ საქმეს ყველაზე შემოქმედებითი გზით აკეთებს.

2. მშვილდოსანი – კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელზეც გავლენის მოპოვება ურთულესია. მშვილდოსანს სჭირდება, რომ იყოს თავისუფალი, რათა წავიდეს იქ, სადაც სურს, გაკეეთოს ის, რაც უნდა. ის არავის ჰკითხავს აზრს, არავისგან აიღებს ნებართვას. მათ არ აშინებთ ახალ ადგილებში სრულიად მარტო წასვლა. უყვართ რისკის გაწევა და ყოველთვის მზად არიან გამოწვევებისთვის. მშვილდოსანზე ვერ მოახდენთ ვერანაირ გავლენას. მოგისმენთ, მაგრამ მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად მიაჩნია სწორად.

Загрузка...

3. ვერძი – მთავარი რამ, რაც ვერძს დამოუკიდებელ პერსონად აქცევს, არის საკუთარი თავის ნდობა, თვითრწმენა. ისინი ყოველთვის ენდობიან ინტუიციას და ძალიან იშვიათად ცდებიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცდილობენ ყველანაირ სიტუაციაში პოზიტივის შენარჩუნებას. რაც უნდა ეცადოთ, ოპტიმისტურ განწყობას ვერ შეაცვლევინებთ.

4. ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის და სხვების აზრი არ ადარდებთ. ისინი არ ცხოვრობენ იმისთვის, რომ ვინმემ შეაქოთ. ისინი უსმენენ კრიტიკას და თუ თვლიან, რომ ეს კრიტიკა მათი ცხოვრებისთვის სასარგებლოა იღებენ მას, თუმცა მასზე შთაბეჭდილებას და მით უფრო გავლენას ვერ მოახდენთ. ერთადერთი ადამიანი ვისი შთაბეჭდილების ქვეშაც ტყუპები შეიძლება მოექცნენ, ისევ და ისევ საკუთარი თავია.

5. თხის რქა – ჯიუტმა თხის რქამ შესაძლოა იცოდეს, რომ ცდება, მაგრამ აზრს მაინც არ შეიცვლის. არც კი მოგისმენთ. სჯობს, არც სცადოთ მასზე გავლენის მოხდენა, არ მოინდომოთ, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით აზრი შეაცვლევინოთ. ის აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა. აცადეთ და უყურეთ მშვიდად, მასთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. ის დამოუკიდებელია და არავის მისცემს უფლებას, რომ გადაწყვეტილებები შეაცვლევინოს.

6. ქალწული – ძალიან ჭკვიანმა და ინტელექტუალმა ქალწულმა ბევრი რამ იცის, დიდი ცოდნა აქვს საიმისოდ, რომ ყველა და ყველაფერი საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. მათ ზედმიწევნით კარგად იციან, თუ რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, იციან მოსალოდნელი რისკებისა და შედეგების შესახებ, საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული ცოდნა აქვთ, ამიტომაც გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებთ.

Загрузка...