Загрузка...

ჰო, ანგელოზები არც მამაკაცები არიან. აღმოაჩინეთ მამაკაცებმა საკუთარი თავი, ქალებმა კი წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:



ვერძი
თუ ცხოვრებაში ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს შეხვდი, გირჩევთ, მაშინვე ანტიდეპრესანტები მოიმარაგოთ. ეს ჯიუტი, ეგოისტი და ცვალებადი ხასიათის ადამიანი სიკვდილამდე მიგიყვანთ. ნებისმიერ თემაზე კამათობს. აგრესიის უეცარი გამოხატულება და საშინელი ხასიათის გამოვლინება ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელია.

კურო
კურო ფიქრობს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც მოისურვებს, მაგრამ რისთვის გაისარჯოს? საკუთარი თავით მუდამ კმაყოფილია. მის შეუცვლელ სიჯიუტეს ნამდვილი მამაკაცის მტკიცე ხასიათს მიაწერს, პესიმიზმისკენ მიდრეკილებას კი სამყაროს რეალურ აღქმას.

ტყუპი
არცერთ ზოდიაქოს ნიშანს არ შესწევს ძალა ყველაფერი ასე თავდაყირა დააყენოს. მასთან არ მოიწყენთ, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ რამდენად უიმედოდ და სიკვდილამდე დატანჯული ხართ მის გვერდით. თუ ტყუპის ატანას შეძლებთ, ძეგლი უნდა დაგიდგან. მათგან ერთგულებას ნუ დაელოდებით, ყველა თქვენს დაქალთან იფლირტავებს.

კირჩხიბი
ეს გაიძვერა, ყველა ქალში დედის გაგრძელებას ეძებს და თუ თავის იდეალს იპოვის, მაშინვე იქორწინებს მასზე. კირჩხიბი ოჯახური კერისა და კომფორტის აქტიური მოყვარულია – დროზე ადრე გაისტუმრებს ცოლს პრეტენზიებითურთ. კირჩხიბთან ქორწინება ახალგაზრდობის დასამარებაა.

ლომი
საკუთარ თავზე ჩაციკლული ლომი ირგვლივ ვერავის ამჩნევს. აღმერთებს ფულის ხარჯვას, დღესასწაულებს და ლამაზი ქალების გარემოცვაში ყოფნას. უსაზღვროდ ეჭვიანი, ფეთქებადი და ბუტიაა. ის შენთვის ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს და ვერ აიტანს თუ რაიმე მიზეზის გამო შეხვედრას გადადებთ.

ქალწული
საშინელი პედანტია. ნოტაციების კითხვითა და მეწვრილმანეობით შეგაწუხებთ. უსაზღვროდ ზარმაცია, თუმცა თავს შრომისმოყვარედ მიიჩნევს. სიყვარულში ხშირად ეჭვი შეაქვს და ძალიან ფრთხილია.

სასწორი

სასწორები, შურისმაძიებელნი, ჩუმჩუმელები და მეწვრილმანეები არიან. ხანდახან ჯავრს პირველივე შემხვედრზე იყრიან, თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც სურთ. სხვადასხვა არარსებულ პრობლემებს გამოუგონებენ თავს, შემდეგ კი დიდხანს წყვეტენ. ბევრი მეგობარი ჰყავთ, სინამდვილეში კი არავის ენდობიან.

მორიელი
მძიმე ხასიათის, მებატონე და შურისმაძიებელი მორიელი, ყოველთვის ღიზიანდება, როცა ისე არ კეთდება, როგორც თვითონ მიიჩნევს სწორად. მუდმივი უკმაყოფილება და ბნელი შეხედულებები ნებისმიერს გადაიყვანს ჭკუიდან. ფულს არ ითვლის, სანაცვლოდ კარგად ახსოვს რამდენჯერ დაავიწყდათ მისი საჩუქრით გახარება.

მშვილდოსანი
ის არ ტყუის. არ ტყუის მაშინაც კი, როცა არაპრაქტიკულ სიმართლეს ამბობს. თუ ტყუილში გამოგიჭირა – უსიამოვნებები არ აგცდება. მშვილდოსანი უსაზღვროდ ეჭვიანია, თვითონ კი არცერთ ქვედა ბოლოს არ “მაზავს”. მისი იუმორის გრძნობაც კი ვერ ფარავს მის უარყოფით თვისებებს.

თხის რქა
თუ მოულოდნელად დაგეთახმათ, ან თქვენი შეხედულებები შემთხვევით დაემთხვა ან უბრალოდ არ სურს “ღორებს განუბნიოს მარგალიტები”. დარწმუნებული იყავი, რომ გულის სიღრმეში საკუთარ სიმართლეში ბოლომდეა დარწმუნებული. მისი გადარწმუნება თითქმის არარეალურია, ამიტომ უმჯობესია მისი ინტერესები გაითვალისწინოთ და ძალიან აკურატულად, იმ აზრამდე მიიყვანოთ, რომ ჩათვალოს ეს მისი აზრი იყო. ჰგონია, რომ ცხოვრების კარგად ესმის, ამიტომ ლექციებს წაგიკითხავთ, როგორ უნდა იცხოვროთ და როგორ დახარჯოთ ფული.

მერწყული
მერწყული აღმერთებს ოცნებას და ყოველთვის გრანდიოზულზე ფიქრობს, ენერგია და მოთმინება კი იშვიათად ჰყოფნის, რომ თუნდაც დაიწყოს. ბევრ რამეს დაგპირდება, მაგრამ ნუ დაუჯერებთ. სერიოზულ საქმეებს ნუ მიანდობთ, ოცნებაც არ ღირს იმაზე, რომ პასუხიხმგებლობა მის მამაკაცურ მხრებს დააკისროთ, უპირველესად საკუთარი თავის იმედად იყავით.

თევზები

თავდაჯერებული და მიწაზე მყარად მდგომი პარტნიორი გჭირდებათ? მაშინ მისამართი შეგეშალათ. თევზები საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ, საკუთარი კანონები აქვთ და რეალურ ცხოვრებას აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან. სულიერად ბავშვები არიან, უჩვეულოდ მგრძნობიარენი და გადაუწყვეტავები. მათზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ, სხვა შემთხვევაში დაიკარგებიან.

Загрузка...