Загрузка...

12-ე ადგილი – თხის რქა

ის თავშეკავებული ქალია და შესანიშნავად თამაშობს მიუკარებელი, ცივი ლამაზმანის როლს. მის ქცევებში იკითხება სურვილი შეინარჩუნოს დისტანცია და უცნობს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მალე დაამყარებს მასთან კონტაქტს. ის ძალიან რთულად იკარებს თაყვანისცემლებს.

Загрузка...

11-ე ადგილი – ტყუპები

მამაკაცის გულახდილ მზერას ადვილად შეუძლია მასში სურვილის ნაპერწკალი აანთოს. უკეთეს კანდიდატს სიყვარულისთვის ვერც იპოვის. ფლირტს მისთვის აუწერელი სიამოვნებაა და, როგორც იტყვიან, მას დიდი ხვეწნა არ სჭირდება. მისთვის სექსი გასართობია, და ის არ ფიქრობს შედეგებზე.

10-ე ადგილი – მერწყული

დამოუკიდებელ მერწყულს გააჩნია ის, რაც ერთდროულად იზიდავს ბევრ მამაკაცს – ეს მისი მხიარული ხასიათი და გახსნილობაა. მას უყვარს ექსპერიმენტები, მათ შორის სექსშიც, და ხანდახან მისთვის მნიშვნელოვანია არა ორგაზმი, არამედ თვით ფაქტი, რომ მიიღო ახალი გამოცდილება.

9-ე ადგილი – მშვილდოსანი

ქალი-მშვილდოსანი ადვილად და ბუნებრივად მიყვება გრძნობას, რომელიც მის გულში ჩნდება, გაელვებისა და იმპულსების მსგავსად, ვინაიდან ის თანამედროვე ქალია, რომელიც თამამად იწვევს ბრძოლაში ყველანაირ ტაბუს. მისი იდეალია – საყვარელი-გმირი, მამაცი მეკობრე – რაინდებზე ფილმების პერსონაჟი.

8-ე ადგილი – თევზები

ამურულ საქმეებში ეს იდუმალი ლედი თავისებურ ტაქტიკას მისდევს. თავიდან ის მამაკაცს იხმობს, შემდეგ კი უკარებას თამაშობს. თევზები ადვილად იწყებენ ფლირტს იმ პირობით, თუ მკაცრად არის დაცული თამაშის წესები. ვისაც უნდა თევზებთან წარმატების მიღწევა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჩქაროს.

7-ე ადგილი – მორიელი

ქალი-მორიელი დაჯილდოვებულია განსაკუთრებული მიმზიდველობით. ის სრულყოფილად ფლობს ხელოვნებას ითამაშოს იდუმალი ლამაზმანის როლი, და მის პოტენციურ მსხვერპლს, ვნებით დატანჯულს, არ დაეძინოს ღამეები. ის არ მიეკუთვნება იმ ქალებს, ვისაც იპყრობენ, ის თავად ირჩევს საყვარელს, საკუთარი გემოვნებით.

6-ე ადგილი – სასწორი

სასწორები – სასიყვარულო თამაშის დიდი ოსტატები არიან. მაგრამ ისინი საკუთარი ცდუნების ბადეს შერჩევით აგდებენ: მათ სჭირდებათ ღირსეული პარტნიორი, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. აბეზარებს არანაირი შანსი არ აქვთ მოიპოვონ მათი კეთილგანწყობა. ხშირად ქალი-სასწორის ოჯახური კავშირი იმ მიზეზით ინგრევა, რომ მოტყუვდნენ და უპირატესობა მიანიჭეს არა ღირსეულ და საიმედო პარტნიორს, არამედ ლამაზ მამაკაცს.

5-ე ადგილი – ლომი

ეს ქალები სიამოვნებით ეთამაშებიან ცეცხლს, იმიტომ რომ პრაქტიკის გავლით უნდათ დარწმუნდნენ რომ სექსუალურად მიმზიდველები არიან. როგორც კი ასეთი ქალი ჩნდება საზოგადოებაში, მისგან უხილავი ენერგია იფრქვევა, და ყველას მზერა მისკენ მიემართება. გრაციოზული მანერები ეხმარებათ ადვილად მოაჯადოვონ შერჩეული მსხვერპლი.

4-ე ადგილი – კირჩხიბი

ამ ნიშნით დაბადებული ქალის შიგნით ხანდახან შეიძლება ვულკანი ბობოქრობდეს. ბუნებით ის მორიდებული და ფრთხილია, და ეს სერიოზულ დაღს ასვამს მის მოთხოვნილებებს, რომლებსაც ის სიყვარულს უყენებს. რაც შეეხება ფლირტს, აქ საქმე სხვაგვარადაა. ხანდახან გაგიკვირდებათ კიდეც, როგორ შეუძლია ამ თავშეკავებულ ქალს ასე ამოუცნობლად გარდაიქმნას, იკეკლუცოს და აცდუნოს მამაკაცი.

3-ე ადგილი – კურო

ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მისი ხიბლის ქვეშ მოექცეთ, იმიტომ რომ ქალების ამ ტიპისთვის არ არის საჭირო ასწავლო, როგორ უნდა ჩაიცვან და სად გაუსვან ხაზი საკუთარ ღირსებებს. სპორტულ ტანსაცმელშიც კი არ კარგავს მისი ფიგურა ქალურობას, მასში ყოველთვის არსებობს ეროტიკული საწყისი და რაღაც აუხსნელად უერთდება უნარს დატოვოს უბრალოდ კარგი, საიმედო მეგობრის შთაბეჭდილება.

2-ე ადგილი – ვერძი

ის შეიძლება ანთებულ ჩირაღდანს შევადაროთ, რომელიც გზაზე შემხვედრ ყველა მამაკაცის გულში ვნებას გააღვივებს. ქალი-ვერძი მოქმედებს დროის სულისკვეთების შესაფერისად, ის არასოდეს არ დათანხმდება მეორეხარისხოვან როლს სასიყვარულო კავშირში. მამაკაცები, რომლებიც არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, ვერ მოიპოვებენ მასთან წარმატებას.

1-ლი ადგილი – ქალწული

ქალწულებს არ უყვართ ცხოვრების გართულება რაღაც პირობებით. თუ მათ გადაწყვიტეს ღამე ვინმესთან გაატარონ, საკუთარ თავს მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევენ და მხოლოდ საკუთარი სექსუალური ინსტინქტებითა და წარმოდგენით ხელმძღვანელობენ. უბრალოდ, ამ ინტელიგენტმა ქალებმა კარგად იციან, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი თავისას ითხოვს, ამიტომ მათ ძალიან უყვართ ფლირტი. მხოლოდ თავი უნდა აკონტროლონ, რათა ზედმეტი არ მოუვიდეთ.

Загрузка...