Загрузка...

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალს კი საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს.

Загрузка...

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დაუბრუნდება საოკუპაციო ზოლს რათა დაიცვას ხალხის უსაფრთხოება. ქართული მიწების ოკუპაცია გახდება მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი თემა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა თანამდებობის პირი, დიპლომატი და გენერალი გამოცხადდება საერთაშორისო ძებნაში, ინტერპოლის ხაზით. სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უკავშირდება აგრესიის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ის იყო საქართველოს ხმალამოღებული თავდადებული დამცველი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Загрузка...