Загрузка...

ალბათ, 22 წლის ამერიკელი ყმაწვილი ვერასდროს იფიქრებდა, რომ სიყვარულის გამო სქესს შეიცვლიდა, თუმცა საყვარელმა ადამიანმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა…

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ინგლისურმა გამოცემამ DailyMail-იმ მსოფლიოს დაუჯერებელი ისტორიის შესახებ ამცნო.

Загрузка...

როგორც ირკვევა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ვაჟი, სახელად აარონი, წლების მანძილზე ერთ ყმაწვილზე იყო შეყვარებული.
ჟერარდი ტრადიციული ორიენტაციის ახალგაზრდა გახლავთ. ამიტომ, როცა აარონი სიყვარულში გამოუტყდა, სასტიკი უარით გაისტუმრა.

უარყოფილი ახალგაზრდა რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა – სქესი და სახელი შეიცვალა და მრავალრიცხოვანი ოპერაციების წყალობით, ორი წლის შემდეგ ულამაზეს გოგონად იქცა.

ჟერარდისა და ერინის ახალი ნაცნობობა ინსტაგრამიდან დაიწყო. როცა ლამაზი გოგონას ფოტო მოიწონა, ჟერარდს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ერინი და აარონი და ერთი და იგივე ადამიანი იყო.

პირველ პაემანს მეორე მოჰყვა… ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჟერარდი მიხვდა, რომ ერინის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო და გოგონას სიყვარულში გამოუტყდა.

დღეს ჟერარდმა უკვე იცის, რომ ერინი და აარონი ერთი და იგივე ადამიანია, თუმცა ეს ოდნავაც არ აღელვებს – მთავარია, რომ მისი რჩეული საოცრად ქალურად გამოიყურება.
წყვილი გრძნობებს არ მალავს, თუმცა ადამიანებს მათი ურთიერთობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ზოგიერთები ანგარიშსწორებითაც კი ემუქრებიან, თუმცა ჟერარდი და ერინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

Загрузка...