Загрузка...

როდესაც მას შევხვდი, პატარა ბედნიერება ვიპოვე და მისი გაშვება არ მინდოდა. ამ მცირე დროის განმავლობაში, ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გახდა, მისი უკვე უსიტყვოდ მესმოდა.

ერთმანეთს ახალ წლამდე, რამდენიმე თვით ადრე შევხვდით და გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ახალი წლის ღამეს ერთად გავატარებდით, ასეც მოხდა. დღესასწაულის მოლოდინში მასთან მივედი და სპონტანურად სალათის გაკეთება გადავწყვიტე, სხვათაშორის ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჩემი ბიჭი პროდუქტებზე იყო გასული და სახლში, რომ მოვიდა ნაძვის ხეც მოიტანა. ამ მომენტში მივხვდვი, რომ მასთან კიდევ უფრო დავახლოვდი. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის ადამიანია, რომელიც სახეზე ღიმის მღვრის.

Загрузка...

დილით გაღვიძებისას, გადავწყვიტეთ, რომ ნაძვისხე მოგვერთო. რა არის ახალი წელი ნაძვის ხის და სათამაშოების გარეშე? მაღაზიაში წავედით და ძალიან ლამაზი სათამაშეობი ვიყიდეთ. ნაძვის ხე ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ კაი ხანი თვალს ვერ ვწყვეტდი.

აგერ უკვე ახალი წელი დგება. ის თავის სოფელში ოჯახის წევრებთან მპატიჟებს, სადაც სითბო და კომფორტი მეფობს. ჩავედით, მისი მშობლები ძალიან კარგად დამხვდნენ, მე მათ მოვეწონე. ერთი სიტყვით მის ოჯახში ძალიან კარგი დრო გავატარე. მეორე დილით ცოტა ადრე ადგომა მომიწია, რადგან მისი ბებია და ბაბუა უნდა გამეცნო. ბაბუასთან ის ძალიან ახლოს იყო. მისი აზრი ჩემი შეყვარებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც გზაში ვიყავით, მან თქვა, რომ ბაბუამისის აზრი აინტერესებდა, მოვეწონებოდი თუ არა მე.

მოკლედ გავიცანი მისი ბებია და ბაბუა. ლაპარაკი ჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართა, თუმცა ბაბუა თითქმის არ ლაპარაკობდა. წამოსვლისას კი ჩემი ბიჭი ცალკე გაიყვანა და 20 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა. ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი. ამის შემდეგ მოვიდა ჩემი შეყვარებული და სახლში წავედით.

მეორე დღეს, რომ გავიღვიძე, ის ჩემს მიმართ ისეთი აღარ იყო, როგორც ადრე. იმ თვალებით აღარ მიყურებდა, როგორც ადრე. შემდეგ დღეს კი მითხრა, რომ სახლში ცოტა ადრე წავსულიყავი, ნუ დავთანხმდი და წავედი. რამდენიმე საათში კი მომდის მესიჯი: ”მოდი უბრალოდ ვიმეგობროთ”, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ თავზარი დამეცა, მეგონა, რომ ის ჩემი მეორე ნახევარი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი სულ სხვანაირად განვითარდა. ამაში მე მის ბაბუას ვადანაშაულებ….

Загрузка...