Загрузка...

ნა­ხევ­რად შიშ­ველ ქა­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის გამო მექ­სი­კა­ში სამი პო­ლი­ცი­ე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს.

ფო­ტო­ე­ბი დამ­სვე­ნებ­ლებ­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კან­კუ­ნის პლაჟ­ზე გა­და­ი­ღეს. სამი პო­ლი­ცი­ე­ლის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფორ­მე­ბი აც­ვი­ათ და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

Загрузка...

ქა­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­რის­ტე­ბი არი­ან.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პლა­ჟებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის გაზ­რდის გამო პატ­რუ­ლი­რე­ბენ.

ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ნა­თავ­სა, სა­თა­უ­რით „რო­დე­საც ქა­ლე­ბი უფრო გა­ინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე პლა­ჟის უსაფრ­თხო­ე­ბა“.

პოს­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ი­შა­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სოცქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელს პო­ლი­ცია და­უ­კავ­შირ­და და ფო­ტო­ე­ბის წაშ­ლა მოს­თხო­ვა.

Загрузка...