Загрузка...

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს ავრცელებს:

“ჩემმა მეუღლემ ქუთაისის ბულვარში, (სადაც დაქალებთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე) იპოვა საფულე. როგორც წესიერმა ადამიანმა ეგრევე დარეკა პატრულში. საფულეში თანხასთან ერთად იყო პიროვნების მართვის მოწმობა და სხვა მრავალი მადენტიფიცირებელი დოკუმენტი. პოლიციამ ჯერ ვერსად ვერ წახვალთო გამოუცხადეს სალის, იქნებ სულაც თქვენი მოპარულია ეს საფულე და თანხაც გაქვთ ამოკლებულიო. მოძებნეს პატრონი, რომელმაც თქვა, რომ თანხაც და საბუთებიც უკლებლივ არისო, ბაღში ვიჯექი და ალბათ ამომივარდაო.

Загрузка...

მადლობა პატრულს და საფულის მეპატრონეს, რომ ჩემი მეუღლე არ დააპატიმრეს.

P.S. აწი ისწავლის ჭკუას. როცა ფულს ნახავს მის ქმარს დაურეკოს და არა პოლიციას”, – წერს ლიკლიკაძე.

ჟურნალისტის პოსტს საინტერესო გამოხმაურებები მოყვა. მისი მეგობრები სამართალდამცველებთან თანაშრომლობის საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს.

გთავაზობთ რამდენიმე მათქგანს:

Eliso Janashia ღამის 11 საათი იქნებოდა სადარბაზოში ბრახუნი გაისმა. გავედით და ვხედა, მთელი სილქნეტის კაბელები ყუთიდან ამოგლეჯილია და ძირს ყრია. ვიღაცები გაიქცნენ, იყო ერთი გნიასი. ჩემმა ქმარმა პატრულში და სილქნეტში დარეკა. პატრულმა, უნდა წამობრძანდეთ ჩვენებისთვისო. რამდენი საათი აყურყუტეს, აღარ მახსოვს, მაგრამ აწი პატრულში დამრეკავისო, იძახდა.

ირინე არდაშელია რა ამის პასუხია და პანდუსთან ვერ გავიარე ეტლით, დავრეკე პატრულში, საათნახევარში მოვიდა, ერთი საათი ოქმი მავსებინა, ამასობაში იმ მანქანის მძღოლი მისით გავიდა თავის საქმეზე

Ana Imedadze ჩემთვის მომხდარი ფაქტი მაგალითი იქნება და უკვე ვიცი ანალოგიურ სიტუაციაში რასაც ვიზამ.მადლოდა ჩემო დათო რომ არ დაგვიმალე ეს სასიამოვნო თავგადასავალი და ჩვენ ბრიყვებს შანსი მოგვეცი რომ არ გევეხვიოთ მსგავსს უსიამოვნებაში

Tina Kuprashvili მართლაც ეგეთი საოცარი პროცედურები აქვთ.. ქუჩაში ჩხუბის გამო რომ დავრეკე შუაღამის 3 საათზე მეხუთე სართულიდან ჩამიყვანა პატრულმა, ოქმზე ხელი უნდა მომიწეროო… მეორედ რომ ჭკუა ვისწავლე და ანონიმურად გირეკავთთქო რომ ვუთხარი, ინსპექტორმა გადმომირეკა და საქმე გამირჩია, სახელს თუ არ ამბობ, იქნებ ფაქტიც მოგეჩვენაო… მოკლედ, ძალიან დისკრედიტაცია კი გამოდის პატრულის, არააა ეგ კარგი საქმე მაგრამ ვერ ვართ კარგ დღეში.

Teo Giligashvili ჩემმა ძმამ იპოვა ერთხელ თსუ- ბაღში, ქე რომ ბნელი და უკუნი იყო, ძალიან მაგარი ტყავის საფულე. იდო მარტო კბილის რენდგენის სურათი მიჩხაპნილი ტელეფონის ნომრით. რომ მოიმარჯვა დასარეკად, ვეცი ხელებში. ვინ დაგიჯერებს ახლა, რომ შენ არ ამოაცალე ვინმეს ეგ საფულე. ფული არ დევს და საბუთი და შრი გაეხვევი, დაანებე თავი მეთქი. ის საფულე გავავსე ჩემი საბუთებით, რაც მქონდა ფულით და მეორე დილას წავედი უნივერსიტეტში. იმავე დღეს ამომაცალა ვიღაცამ ისე, რიმ ვერც გავიგე

Загрузка...