Загрузка...

ნელი უკვე 2 წელია რაც ცოლად მოვიყვანე. საკმაოდ ბედნიერად ვცხოვრბოდით, სანამ იმ უბედურ დღეს არ დავბრუნდი სახლში. მას ჩემამდე 2 ქმარი ჰყავდა გამოცვლილი, რომლებზეც მარწმუნებდა რომ კონტაქტი აღარ ჰქონდა. ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულს ვიღაც კაცი დახვდა სახლში. კარგად რომ დავაკვირდი დავინახე, რომ ჩემი ტრუსიკი და მაიკა ეცვა და აივნაზე სიგარეტს აბოლებდა.

ჩემი ცოლის პატიოსნებაში ეჭვი არასდროს შემიტანია, ამიტომ ვიფიქრე მისი ნათესავი იყო, მაგრამ როდესაც პასუხი გავიგე თვალებში დამიბნელდა და სკმაზე მოწყვეტით დავეცი. ჩხუბი დავიწყე გაეთრიოს ეს კაცი აქედანთქო, ვინ მისცა ამას უფლება სახლში რომ მოდის და ასე იქცევათქო. კაცი ვარ და ამას ვერ ავიტანდი, მაგრამ ორივენი ზედ შემდგნენ და დამარწმუნეს, რომ რამდენიმე დღეში გადავიდოდა საშა აქედან.

Загрузка...

თუმცა, უკვე ორი თვეა გასული და სამივენი ისევ ერთად ვცხოვრობთ. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, როდესაც საშას სახეს ვყურებდი, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე, დამლაპარაკებელი მაინც მყავს სახლში რომ ვბრუნდები. ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან დომინოს და ასე გამყავს დროს.

Загрузка...