Загрузка...

28 წლის თემო დიდი ხანი ფიქრობდა, სანამ ამ ისტორიას საზოგადოების წინაშე გამოიტანდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სამი თვეა რაც დაოჯახდა და პრობლემის შესახებ უახლოეს მეგობარსაც ვერ უყვება.

– სამი თვეა რაც დავოჯახდი და ამის გამო საკუთარი მშობლების წინააღმდეგ წასვლამ მომიწია. მიზეზი ის იყო, რომ ჩემი მომავალი მეუღლე შვილიანი გახლდათ და ამის გაგონება მშობლებს სასტიკად არ უნდოდათ. ლენკა საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. არ დაუმალავს, რომ შვილი ჰყავდა. მეუღლეს დაშორებული იყო, თან ის ბიჭი ნარკომანი ყოფილა და ამათი გაყრიდან მალე გარდაცვლილა. ტირილით მომიყვა ყოფილი დედამთილი მადანაშაულებს, შენ რომ არ წასულიყავი, დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდაო.

Загрузка...

– როგორც ვხვდები, მალე დაახლოვდით.
– გაცნობიდან ერთ კვირაში სიყვარული ავუხსენი. რაღაცნაირი გოგო აღმოჩნდა. თან ვითომ თავისუფალი, მაგრამ ზედმეტად ახლოს არ მიკარებდა. სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და არასოდეს მეპატიჟებოდა მარტოს თუნდაც ჭიქა ყავაზე. უხერხულია, მაგრამ გაცნობიდან ერთ თვეში კოცნაზეც ძლისვ დავითანხმე.

– ფიზიკური ურთიერთობა პირველ რიგში რას შეცვლიდა?
– ალბათ იმას, რომ დღეს მისი ქმარი აღარ ვიქნებოდი და საყვარლის სტატუსს იდეალურად მოვირგებდი. მე კი ისე მინდოდა მისი დაუფლება, რომ ყველაფერზე მზად ვიყავი. ცოლობა რომ ვთხოვე, თითქოს ელოდა, მაგრამ თან ძალიან გაუკვირდა. პასუხის მაგიერ მკითხა, ჩემმა მშობლებმა თუ იცოდნენ. რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, მაგის თქმას როგორ გავბედავდი. ბოლოს როდესაც ლენკას ცოლად მოყვანა გადავწყვიტე, მაშინაც ჩემმა დებმა უთხრეს და დღემდე ჩემი დანახვა არ უნდა არცერთს.

– ასე მძიმედ რატომ მიიღეს.
– თავიდან არ გაგიჟებულან, გოგოებმა ისე უთხრეს, რომ გატანჯული გოგო იყო, წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვემართოს იგივე, აღარ უნდა გავთხოვდეთო? – მაგრამ დედას ლენკას დედამთილი მოუძებნია და იმ ქალს უთქვამს, რომ ქმრის სიკვდილის შემდეგ სულ ნაირ-ნაირი საყვარები ჰყავს და მათ კმაყოფაზე ცხოვრობსო. თან ყველა სახლში მიჰყავსო. დედის ნათქვამი არ დავიჯერე და ჩვენს საერთო ნაცნობებთან გადავამოწმე. თავიდან უარზე წავიდნენ, მაგრამ აღიარეს, ვიღაცები კი ცხოვრობდნენ მაგასთან, მაგრამ როგორც ვიცით, ფიზიკური ურთიერთობა არ ჰქონდათო. ამის დაჯერება როგორ შეიძლებოდა, მაგრამ დავიჯერე და კიდევ ერთხელ ვთხოვე ხელი ლენკას. სახლში მიყვანა გამორიცხული იყო და შევთავაზე ქირით გადავსულიყავით. ამაზე მომავალმა ცოლმა მითხრა, რომ ზედმეტი ხარჯის ასარიდებლად სასურველი იქნებოდა მე გადავსულიყავი მასთან. ვიწროდ ცხოვრობდა, მაგრამ სამი ადამიანი დავეტეოდით.

– ალბათ ამ წინადადებამ უფრო მეტად გაგახარა.
– რა თქმა უნდა, გადასვლამდე ერთი კვირით ადრე ბავშვიც გამაცნო. საჩუქრებით მალე მივიჩვიე და სამ დღეში მამას მეძახდა. ეს ცოტა უხერხულობას მიქმნიდა, თან მეგობრები დამცინოდნენ, მამა კი არა მამა-ძია ხარო. ლენკამ ბავშვი ერთი კვირით დედამთილთან გაუშვა და თაფლობის კვირა მოვიწყეთ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მეუღლისგან მაინც სიცივეს ვგრძნობდი. ბავშვის დაბრუნების შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო. პირველივე ღამეს გაეღვიძა და ჩვენ საწოლთან მოვიდა. ლენკამ შუაში ჩააწვინა და მთელი ღამე საყვარელი ქალის ნაცვლად სხვისი შვილის გვერდზე გავატარე. მეორე ღამეს იგივე განმეორდა, მესამე, მეოთხე და ცოლს მორიდებით ვკითხე, იქნებ ბავშვი რომ დაიძინებს თავის საწოლში გადააწვინო-მეთქი. სკანდალი მომიწყო, ჩემ შვილს არცერთი კაცის გამო არ გავანერვიულებო. ისევ მე დავთმე.

– ახლა როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება?
– სამი თვეა ერთად ვართ და იშვიათად ეს ბავშვი რომ ბებიასთან მიდის, შინ მისვლა მიხარია. დანარჩენ დღეებში კი შუაში გვიწევს. ერთხელ ლენკას ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა საკუტარი შვილი გვყოლოდა, მაგრამ ცივად მომიგო, სანამ ბექუნა ათი წლის არ გახდება მეორე შვილზე არ ვიფიქრებო.

– იქნებ დედაშენი მართალია და ლენკასთვის მორიგი კაცი ხარ რომელსაც გიყენებს?
– ამაზე მეც სერიოზულად ვფიქრობ, რადგან სმა-ჭამა, ჩაცმა-დახურვა მე მაბარია. მეუღლე თავად არ მუშაობს, მშობლები სოფელში ცხოვრობენ და იშვიათად ჩადის მათ სანახავად. ვიცი, რომ გერმანიაში მცხოვრები ძმა ყოველთვე უგზავნის ფულს, მაგრამ არასოდეს არაფერში დაუხარჯავს, რაც ერტად ვცხოვრობთ.

Загрузка...