Загрузка...

გია სურამელაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია – ის შეყვარებულს დაშორდა და მისი გული თავისუფალია. როგორც ამბობს, შემოდგომამდე შეყვარებული არ უნდა, რადგან სიცხე ძალიან აწუხებს. გიას მალე ფრანგული პარფიუმერიის რეკლამაშიც ვიხილავთ.

გია სურამელაშვილი: ზაფხული ჩემთვის საშინელებაა, „ჭირვეულის მორჯულება“ და ვერც ვერავინ მარჯულებს. მუშაობაშიც ხელს მიშლის, გასტროლებშიც და ყველაფერში. ერთადერთი, თუ ზღვაზე ვარ, „ანდამატში“, მაშინ კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. იტალიასა და ისრაელში რომ ვიყავი, არანაირი რუჯის სურვილი არ მქონდა – ბრწყინვალე კონცერტი ჩავატარე, საოცარი ხალხი გავიცანი. ნეაპოლში აპარტამენტებში ვიყავი ჩაკეტილი, არც ზღვა მინდოდა და არაფერი. მარტო რესტორანში დავდიოდი ქურდებთან და საჩუქრებს ვიღებდი. 33 წელია, სცენაზე ვარ, შორტი ვეღარ ჩამიცვამს სახლში, გამოვალ აივანზე და ეზოდან მიღებენ ფოტოებს – შიშველი დადის გია სურამელაშვილიო. გუშინ ოთხი კაცი იდგა ჩემს სახლთან. დამინახავენ ეს შხვართი ფეხები მიჩანს და მერე აღმოჩნდება, რომ შორტი მაცვია, ანგელოზივით ფეხებზე.

Загрузка...

– გია, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– შეყვარებული აღარ ვარ და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვიყო. როცა ხვდები, რომ არ გამოდის ერთად პირადი ცხოვრება და შენი საქმე კარგად, აღარ გინდა. გაჩუმებული ვარ. ბედს მივყვეთ, რა. ამ ზაფხულში არ მინდა შეყვარებული. ძალიან მცხელა. იმედია, შემოდგომზე მოვა. ყოფილს დავშორდი, აღარ ვურიგდები. დამთავრდა, დავპლომბე, ჩემთვის მოკვდა. შერიგება უნდა, მაგრამ იცის, რომ აზრი არ აქვს. ყველაფერს თვითონ გადაუსვა ხაზი. ძალიან ეჭვიანობდა ჩემზე. ერთჯერადი რომანების ნერვებიც არ მაქვს. რაღაც ვარიანტები მაქვს და ვფიქრობ, რომელი ამოვარჩიო, ვისთან უფრო მოვიხიბლები. მაგისიც მეშინია, ვინმეს გავყვე გვერდით და აფეთქდეს ჩემზე, ავარდეს. მთავარია, გული როგორ შეარჩევს, გული რას მეტყვის, ჩემი გული თავისუფალია.
– ერთგული შეყვარებული ხარ?
– კი, როცა მიყვარს, ერთგული ვარ, აბა რა. მე არაერთგული და ბოზი ვიქნები?
– კონფლიქტური თუ ხარ?
– მე დამირტყია, მიცემია ხოლმე, რა მოხდა მერე. ზოგი ისეთი საზიზღარი და დედააფეთქებულია, უნდა სცემო. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ყოფილა დედააფეთქებული და ამიფეთქებია კიდეც. ბოთლი რომ თავში ჩავარტყი, მისთვისაც მოულოდნელი იყო. დაუნდობელი ვარ. მუშტი-კრივზე არ გადავდივარ, მაგრამ შეიძლება, ბოთლი ან თეფში დავარტყა. ცოლიც კი მიცემია. ალბათ, ღირსი იყო, რა ვიცი, რა მახსოვს.

Загрузка...