Загрузка...

მეზობლები ჩემს ცოლს მეტსახელად „გიჟქალას“ ეძახიან. ნამდვილი გიჟია, ისე შეუძლია სხვების თვალწინ სკანდალების მოწყობა და ჩემი დამცირება, რომ თვალს არ დაახამხამებს. ალბათ გიკვირთ, რატომ ვუძლებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ მეცოდება. სამი შვილი გვყავს, ასე ბოლო მშობიარობაზე დაემართა.

უამრავჯერ ვუმკურნალეთ, სად აღარ ვატარე, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ ჯანმრთელობა სამუდამოდ შეერყა. ჩვეულებრივ ვცხოვრობთ, სახლში საქმეს აკეთებს, მუშაობს კიდეც, მაგრამ თუ რაღაც არ მოეწონა, შეუძლია რამე დაგარტყას ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენოს.

Загрузка...

ასე რამდენჯერ უქნია ვინ მოთვლის, მაგრამ მერე საშინლად ნანობს. რამდენიმე დღის წინ მეზობლის ბიჭებმა იჩხუბეს. მე გასაშველებლად ჩავედი და შემთხვევით თავი გამიტყდა. ამასობაში პატრული მოვიდა. აურზაური ჩემს ცოლსაც გაეგო და გიჟივით ჩამოვარდა ეზოში.

რომ დაინახა სახიდან სისხლი ჩამომდიოდა, არც უკითხვას რა მოხდა, ან მე რა დავაშავე, პატრულის თვალწინ ფიზიკურად გამისწორდა. სამი კაცი აკავებდა და ფეხებს მაინც მირტყამდა. ძლივს გადარჩა განყოფილებაში წაყვანას.

მას შემდეგ ზედ არ ვუყურებ. ვგრძნობ, რომ ნანობს და შერიგებას ცდილობს, მაგრამ მთლად დალაპარაკებას ვერ მიბედავს. არ ვიცი, ამ მდგომარეობას როდემდე გავუძლებ. ვგრძნობ, რომ ბავშვებს საკუთარის დედის ეშინიათ.

Загрузка...