Загрузка...

ქმარი საწოლში იწვა და ლეპტოპში რაღაცას მშვიდად კითხულობდა, როცა ცოლმა ეს საუბარი წამოიწყო…

ცოლი: ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?
ქმარი: ნამდვილად, არა!

ცოლი: და რატომ – არა? არ მოგწონს ოჯახური ცხოვრება?
ქმარი: როგორ რა, მომწონს.

Загрузка...

ცოლი: ჰოდა, მერე, რატომ არ გინდა, რომ მეორედ დაქორწინდე?
ქმარი: კარგი, კარგი, დავქორწინდები…

ცოლი: რაა? (უკმაყოფილო ტონით)
ქმარი: (მხოლოდ ამოიხვნეშა, მაგრამ ალბათ გაიფიქრა: „ღმერთო, რა დავაშავე“)

ცოლი: და ჩვენს სახლში იცხოვრებთ?
ქმარი: რა თქმა უნდა, ეს ხომ მშვენიერი სახლია.

ცოლი: ჩვენს საძინებელში დაწვებით?
ქმარი: ჰო, აბა სხვაგან სად უნდა დავწვეთ?

ცოლი: ჩემი მანქანის მართვის ნებასაც მ

ისცემ?
ქმარი: ალბათ. ის ხომ სულ ახალი მანქანაა.

ცოლი: ჩვენს ოჯახურ ფოტოსაც ჩამოხსნი კედლიდან?
ქმარი: რა თქმა უნდა და ეს სამართლიანიც იქნება.

ცოლი: ჩემს სამკაულსაც აჩუქებ?
ქმარი: არა მგონია. ალბათ, ახალი უფრო ესიამოვნება.

ცოლი: და გოლფსაც ითამაშებთ ხოლმე ერთად?
ქმარი: ჰო, აბა რაა. ხომ იცი, როგორ მიყვარს გოლფის თამაში.

ცოლი: და ჩემი გოლფის ჯოხს იხმარს?
ქმარი: შენსას ვერა, ის ცაციაა.

ეს იყო მათი ბოლო საუბარი ცოლ-ქმრის სტატუსით…

***
მართალია, ქალური ინტუიცია მეცნიერებისთვის დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, მაგრამ ნამდვილად არსებობს და მითი არ არის. საოცარი უნარი აქვს ქალს, გაარჩიოს, რომ რაღაც ისე არ არის, მით უფრო – როცა პირად ცხოვრებაზეა საუბარი.
…აშკარად, არც ის კითხვა იყო დასმული „ჰაერზე“.

Загрузка...