Загрузка...

ელენესგან მიღებულმა წერილმა გამაოცა. ვფიქრობ, მას ნამდვილად სჭირდება თქვენი რჩევები. ელენე 5 წელია გათხოვილია, ოჯახში პრობლემები კი ბოლო წელია დაიწყო.

ელენე: ,,ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩემი ქმარი ყოველი სექსის შემდეგ ტირის. პირველად რომ იტირა მეგონა რამე ვატკინე, ბოდიში მოვუხადე, სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვდექი და ვკითხე რა დაგიშავე-მეთქი. არაფერიო, – მიპასუხა ზლუქუნით.

Загрузка...

ადგა წყალი დალია, ხელ-პირი დაიბანა და უსიტყვოდ დაწვა. მეორე დღეს ვცადე ამ თემას მოვბრუნებოდი, მაგრამ სამსახურში დაგვიანების მიზეზით გამექცა. არ ვიცოდი რა მეფიქრა, რამდენჯერაც პირდაპირ

ან შემოვლით ვკითხავდი სექსის მერე რაზე ტიროდი-მეთქი, თავს არიდებდა პასუხს და თემას სასწრაფოდ ცვლიდა.

მეორედ და მესამედ იგივე რომ განმეორდა – ვიჩხუბეთ. ვთხოვდი ცრემლების მიზეზი აეხსნა. პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე. ალბათ თვითონაც სცხვენოდა ტირილის, ამიტომ ჩემთან სექსისგან თავს იკავებდა.

სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან თავის ტკივილს ან უკიდურეს დაღლილობას იმიზეზებდა. ბოლო კავშირის შემდეგ ოთხი თვე არ მომკარებია. გაუსაძლისი იყო ასე ცხოვრება.

როგორი ასატანია, საღსალამათი კაცი გვერდით რომ გიწევს და ცოცხალი თავით არ გეკარება? ერთ შაბათ დღეს დავათვრე და ლოგინშიც შევიტყუე… სექსის მერე ორმაგი მონდომებით იქვითინა.
ვცდილობდი დამეწყნარებინა. ფზიხელი მდგომარეობისგან განხვავებით ამ შემთხვევაში ჩახუტების უფლება მაინც მომცა. ვურჩიე ფსიქოლოგთან წავიდეთ-მეთქი. თუ რაიმე სხვა პრობლემა გაქვს მომიყევი და ერთად გადავჭრით-თქო ვარწმუნებდი…
ვერაფერს გავხდი. სექსი ისევ იშვიათად გვაქვს და კვლავ ცრემლებით მთავრდება, ოღონდ ახლა ორ ხმაში ვტირით. მე ვიცი მაინც რა მატირებს და არც ვმალავ…
ხალხო, გთხოვთ, დამეხმარეთ. სადაცაა ოჯახი თავზე დამენგრევა. სექსის შემდეგ ტირილი ჩვენს შორის უდიდეს უფსკრულად იქცა…

Загрузка...