Загрузка...

ხაშურში მოქალაქეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ამოს შესახებ “ნიუპოსტს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ქვეითად მოსიარულე ქალმა გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. ქვეითი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია. რამდენიმე საათში მან საავადმყოფო დატოვა.

ექსკლუზიური კადრები რომელიც ეხლა მომაწოდეს.ხაშურში პატრული დაეჯახა ადამიანს.

Gepostet von ხაშური ჩემი ქალაქია am Freitag, 17. August 2018

Загрузка...