Загрузка...

ფოტოგრაფი მარი ნაკანი-მამასახლისი სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ახალგაზრდა ექიმისა და მოხუცი პაციენტის დამოკიდებულება ჩანს.

ბიჭი, რომელიც ფოტოზე ჩანს ჯავრიშვილის კლინიკის თანამშრომელი მირიან თოდრიაა.

Загрузка...

ფოტოგრაფი წერს, რომ ახალგაზრდამ ჯერ მოიკითხა პაციენტი და შემდეგ მოეფერა.

“დღეს ვიყავი ჯავრიშვილის კლინიკაში, ლიტუკა მყავდა თვალის ექიმთან.
ვიდექი რიგში, მოწყენილი.
უცბად ისეთი რამ დავინახე, რომ გული გამინათდა,
ეს ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც ჯერ გამოკითხა მოხუცი პაციენტი და მერე ასე მოეფერა.

ამ ექიმს რა ქვია არ ვიცი , მინდა თქვენც გაგიზიაროთ ფოტო რომელიც ჩუმად გადავუღე ზუმით”, – წერს ის.
Загрузка...