Загрузка...

როგორი უნდა იყოს იდეალური მამაკაცი? ეს კითხვა ქალებს ხშირად აბნევს. არსებობს კი ბუნებაში ასეთი კაცი?
სხვადასხვა ტიპისა და გემოვნების ქალს იდეალური მამაკაცის სხვადასხვა სტერეოტიპი ჰყავს, მაგრამ ზოგიერთი თვისება ყველა ქალისთვის სანატრელია. რომელია ეს თვისებები ანუ როგორია ქალის თვალით დანახული იდეალური მამაკაცი?

ერთგული
ყველა ქალი უნიკალურია, მაგრამ ყველა მათგანს სურს, რომ მისი რჩული ერთგული და საიმედო ადამიანი იყოს. ქალის წარმოდგენით, რაც არ უნდა მოხდეს, იდეალურმა კაცმა მეორე ნახევარს ბოლომდე უნდა უერთგულოს. ასეთი კაცი საკუთარ საქციელზე ყოველთვის პასუხს აგებს და დანაპირებსაც ასრულებს.

მზურნველი

ყველა ქალს მოსწონს, როცა მამაკაცს არამარტო უყვარს, არამედ ზრუნავს კიდეც მასზე და მძიმე წუთებში გვერდით უდგას. ასეთი კაცი ყოველთვის მზადაა დახმარება გაგიწიოთ და პრობლემები შეგიმსუბუქოთ.

Загрузка...

ძლიერი ხასიათით
ზემოჩამოთვლილი თვისებების ქონა იმას არ ნიშნავს, რომ კაცი ძლიერი არ უნდა იყოს და პრინციპული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. მარტო კუნთებშიც არ არის საქმე, ნებისყოფა არ უნდა ღალატობდეს, პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს და საკუთარ ოჯახს ძლიერი ჯავშანივით იცავდეს.

დიდსულოვნება
დიდსულოვნების და სიკეთის გარეშე ჩამოთვლილ თვისებებს რა ფასი აქვს. მან შებრალებაც იცის და პატიებაც შეუძლია. რაც მთავარია, ქალზე ხელს არსოდეს აღმართავს.

პატიოსანი
ამქვეყნად ყველაზე მამაცი და სიმპათიური მამაკაციც კი ვერ იქნება იდეალური, თუ პატიოსანი არაა. ქალები ხომ ვერ იტანენ ტუილს, ყოველ შემთხვევაში, როცა მათ ატყუებენ. ურთიერთობაში გულწრფელობასა და პატიოსნებას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

მამაცი
ქალებს უყვართ, როცა მამაკაცი მათთვის ქვის კედელივით საიმედო დამცველია. მას ოჯახის დაცვა ყველაფრისგან უნდა შეეძლოს.

გულუხვი
ფული ურთიერთობაში მთავარი არ არის, მაგრამ ძუნწ კაცზე უფრო აუტანელი არსება ქალისთვის არ არსებობს. გულუხვობა ძალიან ამშვენებს ძლიერ სქესს.

ოპტიმისტი
მამაკაცი, რომელსაც მომავლის რწმენა აქვს და ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად მისდის, ქალებს შორის პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება პრობლემები მასაც ჰქონდეს, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი მხნეობას უნარჩუნებს. ქალები გიჟდებიან ძლიერი სქესის ამ თვისებაზე.

გაბედული
იდეალური მამაკაცი გადაწყვეტილებებს სწარაფად იღებს. ყოყმანში დროს არ დაკარგავს. შეიძლება გადაწყვეტილებაში შეცდეს, მაგრამ ამაზეც მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და შეცდომებიც გამოასწოროს.

ინიციატივის მქონე 

ასეთი კაცი ყველა ქალს მოსწონს, რაც მთავარია, ინიციატივას ქალები ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში მოელიან.

ამ თვისებებზე თვალის გადავლების შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს, მაგრამ მოდით, ნუ იჩქარებთ. შეიძლება ჯერ არ შეხვედრიხართ მას. თან ერთიც გაითვალისწინეთ – იდეალური მამაკაცის კიდევ ერთი თვისება სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. ანუ თუ თქვენს რჩეულს ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი თვისება აკლია, აცადეთ, გამოსწორების დრო წინ აქვს.

Загрузка...