Загрузка...

გერმანელმა ფსიქოლოგმა უვე დენიტმა დაადგინა 10 ძირითადი მიზეზი, რომლებიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებში შიშს იწვევს:

1. განსაკუთრებით ეშინიათ ხელმძღვანელი ქალის. დღეს თითქმის ყოველ მეხუთე მამაკაცს ჰყავს ქალი ხელმძღვანელი, რაც მათ თავდაჯერებულობის შეგრძნებას ართმევს, არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს.

Загрузка...

2.  აქვთ სამსახურიდან გათავისუფლების შიში.

3. მიტოვების შიში.

4. რეკლამის შიში-ეთერში სიმპათიური და ათლეტური აღნაგობის მამაკაცის გამოჩენა მამაკაცთა უმეტეს ნაწილს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან შიშობენ, რომ ასეთი მამაკაცები მათ ცოლებსაც მოხიბლავენ.

5. უფრთხიან გასუქებას.

6. ეშინიათ სექსუალური ცხოვრების დროზე ადრე დამთავრების-ეს პრობლემა მამაკაცთა 60 %-ს აწუხებს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ყველანაირად ცდილობენ ეს დამალონ.

7. ეშინიათ ძლიერი ხასიათის ქალების-ძლიერი ხასიათის, რისკიან და მმართველობის მოყვარულ ქალებთან ურთიერთობა მამაკაცებს არ სურთ.

8. ეშინიათ დამარცხების.

9. ცოლის ხარჯზე ცხოვრების-ქმრებს არ მოსწონთ, როცა ცოლებს მათზე მაღალი ხელფასი აქვთ.

10. ეშინიათ არამტკიცე ურთიერთობის-ფიქრობენ, რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ანუ ჭაობში, საიდანაც ამოსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

Загрузка...