Загрузка...

ჩვენი რედაქცია სტატიაში გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ქალებზე, რომელიც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია…

Загрузка...

1. “სამოთხე დედის ფეხებთან არისო” – უთქვამთ. ნუ შეგეშინდებათ ქალის წინაშე მუხლებზე დადგომის, რადგან ქალი – დედაა, რომელიც ამქვეყნად სამოთხეს გჩუქნით. 

2. მიუხედავად ასაკისა, ყველა ქალში ცხოვრობს პატარა პრინცესა. ბედნიერია ის კაცი (მეფე), რომელიც შეძლებს აღმოაჩინოს ეს პრინცესა და არ მისცემს მას საშუალებას, გადაიქცეს ბოროტ დედოფლად.

3. ხანდახან ქალები ძალიან ბევრ 

კითხვას სვამენ. რჩევა მამაკაცებს: ყურადღებით მოუსმინეთ ამ შეკითხვებს, რადგან პასუხები ამ კითხვებშივე დევს.

4. ქალის სქესი – სუსტი სქესიაო, ამბობენ. ნურას უკაცრავად! გვანახეთ ძლიერი სქესის თუნდაც ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია აიტანოს და გადაიტანოს ის ყველაფერი, რასაც მშვიდად და აუღელვებლად აკეთებს ქალი.


5. ყველა ძლიერი მამაკაცის უკან დგას ბრძენი ქალი, მაგრამ ბრძენი ქალიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი მამაკაცი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ის ყველანაირი საფრთხისა და გაჭირვებისგან დაიცვას.


6. სიცოცხლე – ქალია. თავად სიტყვა “სიცოცხლეც” – მდედრობითი სქესისაა.


7. რატომ საუბრობენ ასე ხშირად ქალის უფლებების დარღვევაზე? ესე იგი, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მათ არღვევენ!


8. თუ ქალმა ქალობა დაკარგა, ე.ი. მამაკაცი არ იყო საკმარისად მამაკაცური. ან – პირიქით.


9. იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ქალს სჭირდება შავი სვიტერი, შავი ქვედაბოლო და მამაკაცი, რომელსაც ის უყვარს. პირველი ორი პუნქტი წელიწადის დროის მიხედვით იცვლება. მესამე სამუდამოდ რჩება.


10. ქალი – ბედნიერების დაპირებაა. მაშ, მიიღეთ ის, გაუღეთ გულის კარი, ბედნიერება ხომ ასე ახლოსაა თქვენგან.

Загрузка...