Загрузка...

1. პრობლემების სათავე ქალების სიზარმაცეა. ერთფეროვანი დღეები ნელნელა რუტინად იქცევა, საიდანაც გამოსავალს ვეღარ პოულობთ. სახლს სამსახური ცვლის, სამსახურს სახლი, საბავშვო ბაღს სკოლა, თავში კი მხოლოდ ის აზრი გიტრიალებთ რა მოამზადოთ ვახშმად…სდექ!აი, ესაა სწორედ შეცდომა. უბრალო ერბოკვერცხით ან მაკარონით არავინ მომკვდარა, თქვენი უნაკლო სისუფთავე და ბორში კი არავის ჭირდება, მეტიც, თქვენი გულმოდგინება შესაძლოა ვერც კი შეამჩნიონ.
ბედნიერი ოჯახის საწინდარი-ბედნიერი ქალია! ნუ ტვირთავთ თავს, დაისვენეთ, განვითარდით და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი. გამუდმებით იმუშავეთ საკუთარ თავზე. ბედნიერი ქორწინება-ეს მხოლოდ დასაწყისია.

2.საოჯახო საქმეებისა და პრობლემების გამო ქალები ხშირად აყენებენ თავს მეორე პლანზე:თავის მოვლის საშუალებები ან საეთოდ ქრებიან (“რაში მჭირდება?მაინც არსად დავდივარ.”) ან მათ შესაძენად ხარჯების მინიმალური რაოდენობაა გათვალისწინებული და სახლში მამაკაცი ხშირად ხედავს ცოლს კიტრის ნაფცქვენებით სახეზე ან გაურკვეველი ფერის და წარმოშობის ნიღაბით.შეეცადეთ თქვენი მეორე ნახევარი თავის მოვლის საკითხებში არ ჩარიოთ და არასოდეს ეჩვენოთ დასაბანი თმით და მოუვლელი ფრჩხილებით. და სხვათაშორის, სახლშიც შეგიძლიათ ლამაზი სამოსი ჩაიცვათ.

Загрузка...

image

3.ზოგიერთი ქალი თვლის, რომ ქორწინების მოწმობა საკმარისია იმისთვის, რომ არაფერი აკეთოს, ქმარს კი მისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით უნდა უყვარდეს. ეს ყველაფერი კი ქორწილის შემდეგ, როგორც წესი სხვანაირადაა.ნუ ჩათვლით ქორწინებას თქვენი ცხოვრების მორიგ პუნქტად და ნუ აგრძნობინებთ მამაკაცს, რომ სამუდამოდ თქვენს ვალშია, რადგან ცოლად გაჰყევით.

4.თუ თქვენი საკითხავი ლიტერატურა ყვითელი პრესითა და სასიყვარულო რომანებით შემოიფარგლება, დროა რაღაც შეცვალოთ. ბიბილიოთეკა თუ შორსაა, კომპიუტერში შეგიძლიათ წიგნი გადმოწეროთ და თვითგანვითარებით დაკავდეთ.

image

5.სოციალური ქსელები ცხოვრებას გვპარავენ.ფორუმები, ბლოგები და თემატური ჯგუფები ზოგჯერ ნამდვილ პათოლოგიებში გადადის.დღე სოციალური ქსელებით, ლაიქებით და კომენტარებით იწყება, ამ დროს კი ჩვენი ცხოვრება დროს მიაქვს.

6.“მე ხომ დედა ვარ”-ეს ცალკე სოციალური ფენომენია, როცა ბავშვს ყველაზე და ყველაფერზე წინ აყენებთ და ამ დროს პასუხიც ყველაფერზე მზად გაქვთ-“მე ხომ ბავშვი მყავს!” არასწორი პასუხია, თქვენ ქალიც ხართ . რატომ გგონიათ, რომ ბავშვს უნდა დედა, რომელიც თავს არ უვლის?აქ ბავშვზე არანორმალური მიჯაჭვულობაა ნაგულისხმევი და არა ის ფაქტი, როცა ბავშვის მოვლაში დამხმარე არავინ გყავთ საკუთარი თავის გარდა.

image

7.ქალთან ურთიერთობაში კაცების ფსიქოლოგია ისეთია, რომ უხეში მანერები მას უკან ახევინებენ. სკანდალების და სცენების მოყვარული ქალბატონები ხშირად ამ მიზეზით აღმოჩნდებიან ხოლმე “ბორტს მიღმა.”

8.“მოდა მიდის, სტილი კი რჩება” – ეს სიტყვები კოკო შანელს ეკუთვნის და ბევრ ქალბატონს გამოადგებოდა, რადგან ხშირად ის, რაც ჟურნალის გარეკანზეა ან მოდელებს აცვით, ჩვენს ასაკსა და წონას არ შეეფერება. ის, რაც ჟურნალშია მოდური, არაა აუცილებელი თქვენთვისაც მოდური გახდეს და მოგიხდეთ.
კაცებს ყოველთვის აფრთხობთ ე.წ. ლასინები პლუს ზომის ქალებზე, ან გაურკვეველი ფერის თმები, ქურქი ბოტასებზე და უგები. თუ სტილის შეცვლა გინდათ-სპორტდარბაზით დაიწყეთ. რაც უფრო სადაა სამოსი-მით უკეთესი.

image

9.თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ მისთვის სულერთია რა გაცვიათ-იცოდეთ, უსირცხვილოდ ტყუის! უხარისხო სამოსი და ნივთი ხომ შორიდანაა შესამჩნევი. და თეთრეული მხოლოდ ლოგინში არაა მნიშვნელოვანი. უკეთესია ერთი და ხარისხიანი, ვიდრე ჩინური წარმოშობის სინთეტიკური ხარახურის გროვა.

10.ბედნიერი ურთიერთობის ყველაზე დიდი მტრები-ცოლის დაქალები არიან. ისინი ინფექციის გადამტანებივით არიან, მოვლენ და უკვე ცუდად ხარ. მათ ყოველთვის იციან რა ჯობია, რატომ და როგორ. მათი გამოცდილება და მაგალითი კი ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს.

image

Загрузка...