loading...

ბუნებრიობა ყოველთვის იყო პოპულარული. დღეისათვის ქალების უმეტესობა ცდილობს ისეთი მაკიაჟის გაკეთებას, რომ გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს და საერთოდაც არ ატარებენ მას. თუმცა ჩვენ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს, რისი დახმარებითაც მაკიაჟის გაკეთება აღარ იქნება აუცილებელი.

1. გახადეთ თვენი წარბები სრულყოფილი

მაკიაჟის გარეშე, სახეზე წარბები აუცილებლად მოექცევა ყურადღების ცენტრში. გახადეთ თქვენი წარბები საკუთარი სახის ფორმის. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ წარბები შეიღებოთ. როდესაც ფერის არჩევაზე მიდგება საქმე, ეცადეთ, რომ თქვენს თმის ფერს დაემთხვეს. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ თქვენი წარბების საოცარ ტრანსფორმაცია.

loading...

 

2. გაამახვილეთ ყურადღება თქვენს თვალებზე

მოიშორეთ თვალების ქვეშ არსებული შავი წრეები. გადახედეთ თქვენს დიეტას. შავი წრეები შეიძლება რკინის ან სხეულში ბ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის შედეგი იყოს. შეარჩიეთ გამათეთრებელი ეფექტის მქონე სახის კრემები.

3. გაითეთრეთ კბილები

ნათელი ღიმილი ნებისმიერ სურათს 100 ქულას ანიჭებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ მიმზიდველი შესახედაობისთვის ხელს არაფერი შეგიშლით. გამოიყენეთ გამათეთრებელი კბილის პასტა, განსაკუთრებით ყავის და ღვინის დალევის შემდეგ. თუმცა არ მოიხმაროთ დიდი რაოდენობით, რადგან ეს შეიძლება იყოს არასასიამოვნო.

4. არ დაივიწყოთ ტუჩები

გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ჩანაცვლებული იყოს ზეითუნის ან სხვა ნებისმიერი ბუნებრი ზეთით. კვირაში ერთხელ რბილი ჯაგრისით მასაჟი გაუკეთეთ ტუჩებს.

5. იზრუნეთ საკუთარ თმაზე

მკრთალი ფერის და შეჭრილი თმა, რომელიც დიდი ხნის წინ არის გაკეთებული, ნამდვილად არ არის სასარგებლო თქვენი სახისთვის, მითვმეტეს თუ მაკიაჟის გარეშე ხართ. აირჩიეთ მარტივი თმის ვარცხნილობა და ბუნებრივი ფერები, რადგან შედარებით მკვეთრი ვარიანტები ბუნებრივ შესახედაობასთან შეუსაბამოა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here