Загрузка...

ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი თმა იყოს ჯანსაღი, შევმატოთ  მას მოცულობა და ბრწყინვალება. მაგრამ იმის გარკვევა, თუ თმის მოვლის რომელი საშუალებები და რჩევებია მისაღები, საკმაოდ რთულია.

მითი N10: ბევრი თმის ცვენა ყოველთვის საშიშია

Загрузка...

ყოველდღიურად ადამიანს სცვივა 150-200 ღერი თმა და ეს არის ნორმა. ეს ხდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე. თმის ღერების უმრავლესობას ეწყება ტელოგენის (დასვენების ფაზა) სტადია – ის წყვეტს ზრდას და სულ ტყუილად გადევთ თავზე. ისინი იწყებენ ცვენას და მის ადგილას ამოდის ახალი თმის ღერი . ეს არის ანაგენის (ზრდის ფაზა) სტადია – ზრდის სწრაფი ეტაპი. თუ ცვენა ხშირად გაქვთ , ვთქვათ წელიწადში რამოდენიმეჯერ, მიმართეთ ექიმს.

მითი N9: არსებობს თმის სწრაფი ზრდის საშუალებები

ყველაზე ძლიერ ჰორმონალურ საშუალებებსაც კი არ შეუძლიათ თმის ღერი აიძულონ, გაიზარდოს უფრო სწრაფად, ვიდრე მას შეუძლია. ამიტომ ნებისმიერი კოსმეტიკური ხრიკებით გამორიცხულია ზრდის დაჩქარება. ზრდის ტემპის მაჩვენებელი ღერში ჩადებულია გენეტიკურად და როგორც წესი, ის იზრდება ერთი სანტიმეტრით თვეში.

მითი N8: შამპუნიც და კონდიციონერიც მთელს თმებზე უნდა წაისვათ

სინამდვილეში, შამპუნი ეს არის საშუალება თავის კანის დასაბანად და არა – თმისთვის. ამიტომ ის უნდა წაისვათ თმის ძირებში. მთლიანი თმის დასაბანად კი საკმარისი იქნება ის ქაფი, რომელსაც შამპუნი წარმოქმნის.

კონდიციონერთან ყველაფერი პირიქითაა – დაიტანეთ ის მხოლოდ თმაზე და ისიც ბოლოებში. ჯანსაღ თმას, რომელიც ახალი წამოზრდილია, არ სჭირდება დატენიანება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...