Загрузка...

მითი N4: ქერებს უფრო ცოტა თმა აქვთ, ვიდრე შავგვრემნებს

მეცნიერებმა დაადგინეს რომ ბუნებრივად ქერა გოგონებს უფრო მეტი თმის ღერი აქვთ თავზე, ვიდრე შავგვრემან ან მწითურ გოგონებს. მაგრამ მათი ღერები შედარებით თხელია. ამიტომ ქერებს ნაკლებად შეუძლიათ თავი მოიწონონ თავისი სქელი და მოცულობითი თმით, მაშინ როდესაც მწითურ ან შავგვრემან გოგონებს ნამდვილად აქვთ საამაყო . მართალია, მათ აქვთ შედარებით ნაკლები თმა, მაგრამ ღერის სტრუქტურა აქვთ  სქელი და ძლიერი. სწორედ ეს ანიჭებს მოცულობას და ბრწყინვალებას მათ თმას.

მითი N3: მუდმივად შეკრული თმა იწვევს ცვენას

Загрузка...

თმას თუ ტკივილამდე არ დაქაჩავთ, მისი მოგლეჯვა შეუძლებელია. შეკრული თმა არ იწვევს ცვენას. პირიქით, ის იცავს მას გარემო პირობებისგან – ქარი, მზე და ა. შ.

მითი N2: ქერტლი გადამდებია

ქერტლი არის ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებული მუშაობის შედეგი, რის გამოც თმის კანზე ჩნდება კანის საფარველის ფრაგმენტები. აქედან გამომდინარე, ქერტლის გადადება შეუძლებელია სხვისი კეპის ან სავარცხლის გამოყენებით.

მითი N1: ქალისა და მამაკაცის თმა განსხვავებულია

მდედრობითი და მამრობითი სქესის თმა ანატომიური აგებულებით იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ვარცხნილობაშია. ქალი მუდმივად იცვლის სტილს, იღებავს, ატარებს სხვადასხვა ექსპერიმენტს. მამაკაცები კი უფრო კონსერვატიულად უდგებიან ამ საკითხს. ამიტომ მათი თმა ბევრად ჯანმრთელია.

Загрузка...