Загрузка...

ძვირადღირებული კოსტიუმები და თმის მოდური ვარცხნილობა არ არის საჭირო, რათა მომხიბვლელი და მიმზიდველი ადამიანი იყოთ. პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ. თქვენს პარტნიორს უნდა ესმოდეს, რომ თქვენ საკუთარ თავს პატივს სცემთ. მას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება თქვენთან შესაფერისად მოქცევა. მეგობრებო სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ უფრო მიმზიდველი პიროვნება…

#1. არ შეწიროთ ის, რაც თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია. თქვენ ამით მოტივაციას და ცხოვრების სიხარულს დაკარგავთ. დაახარჯეთ დრო იმას, რაც თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია.

Загрузка...

#2. ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს და თავს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება მიეცით. გაიგეთ რა განიჭებთ ცხოვრებაში ბედნიერებას და ეძებეთ ის, მაშინაც კი, თუ თქვენ რამდენიმე შეცდომა უნდა დაუშვათ.

#3. მიიღეთ სხვები ისეთები, როგორებიც არიან. შეწყვიტეთ ხალხის განსჯა და კრიტიკა. ყურადღება მიაქციეთ მათ პოზიტიურ ასპექტებს და არა შეცდომებს. ისწავლეთ რთულ ადამიანებთან კომუნიკაცია.

#4. მოუსმინეთ ადამიანებს. უბრალოდ მოისმინეთ და ეცადეთ გაიგოთ, საუბრის ჩაშლის და თემიდან გადახვევის გარეშე. აჩვენეთ თანამოსაუბრეს, რომ ის თქვენთვის საინტერესოა.

#5. დაეხმარეთ სხვებს. ნუ მოისმენთ უბრალოდ მათ პრობლემებს, ეცადეთ რამით დაეხმაროთ. არ იყოთ ეგოისტი და გააკეთეთ რაიმე სხვა ადამიანისთვის.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...