Загрузка...

დედობრივი გრძნობა არც გონებას ემორჩილება და არც ლოგიკას, მისი გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა თავად გახდები დედა…

არის რაღაცეები, რასაც დედა არასოდეს მოგიყვებათ, თუმცა თავად კი გრძნობს და განიცდის…

Загрузка...

არასოდეს გეტყვის, როგორ ტიროდა, როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო; ტიროდა, როცა ამ ქვეყნად გაჩენდა; ტიროდა, როცა პირველად აგიყვანა ხელში; ტიროდა ყოველთვის, როცა შენს გამო ეშინოდა, დარდობდა…

 

არასოდეს გეტყვის, როგორ უნდოდა იმ ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭრის შეჭმა… მაგრამ როცა დაინახა, როგორ უყურებდით გაფართოებული თვალებით და ნერწყვი მოგდიოდა, მიხვდა, უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ კრემით დათხუპნილ შენს ტუჩებს და კმაყოფილ სახეს დაინახავდა…

არასოდეს მოგიყვება როგორ ტკიოდა…ტკიოდა, როცა თმაზე ქაჩავდი, სახეს უკაწრავდი პატარა, მაგრამ ძალიან ბასრი ფრჩხილებით, რომლებიც არაფრით არ დააჭრევინე; ტკიოდა, როცა ძუძუს გაჭმევდა, შენკი ახლად ამოსული პაწაწუნა კბილებით კბენდი და უსისხლიანებდი; ტკიოდა, საშინლად ტკიოდა, როცა ამ ქვეყანას ევლინებოდი…

არასოდეს მოგიყვება, როგორ დარდობდა შენზე, მანამდეც კი, სანამ დაიბადებოდი. არ მოგიყვება როგორ უთხრა უარი მეზობელ გოგონას, რომელმაც შენი ხელში აყვანა მოინდომა და როგორ შეეკუმშა გული, როგორ შეკრა ფარულად მუშტი, როცა გოგომ მაინც აგიყვანა… როგორ გამალებით უცემდა გული, როცა პირველად გაიარე… როგორ იღვიძებდა ღამით მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სუნთქვა შეემოწმებინა, შენი მშვიდი ძილი დაეცვა საშიში სიზმრებისგან… ადგილს ვერ პოლობდა, სანამ სადმე წასული სახლში მშვიდობით არ დაბრუნდეობოდი… დილით ყველაზე ადრე დგებოდა, გზაზე მიმავალი რომ გაეცილებინე…

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...